გია თევდორაძე – თვითმმართველობა არასრუწლოვანი ბავშვის ამპლუაშია

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, გია თევდორაძემ კანონპროექტი “ცვლილება საბიუჯეტო კოდექსში” გააპროტესტა. თევდორაძის განმარტებით, აღნიშნული კანონპროექტი ხელს შეუშლის თვითმმართველობის მუშაობას. მისივე შეაფასებით, ბიუროზე დარეგისტრირებული აღნიშნული კანონპროექტი დეკრეტულია.
gia

“ამ კანონპროექტის მიხედვით ბიუჯეტი ხდება ერთიანი და ადგილობრივ თვითმმართველობებს არ ეძლევათ იმის შესაძლებლობა, რომ საწერკალამიც კი იყიდონ თავიანთი გადაწყვეტილებით. თვითმმართველობებისთვის თანხების გადარიცხა საქართველოს ფინანსთა სამინისტროზე, კერძოდ, ნოდარ ხადურზე დამოკიდებული. თვითმმართველობებისთვის თანხების მიცემა არა საჭიროების მიხედვით, არამედ პროგნოზების მიხედვით მოხდება. ეს კი ხელს შეუწყობს კორუფციის განვითარებას”, – განაცხადა ბრიფინგზე გია თევდორაძემ.
საპარალამენტო უმცირესობის წევრის განმარტებით, აღნიშნული კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ თვითმმართველობა ხდება არასრულწლოვანი ბავშვის პოზიციაზე, რომელსაც თევდორაძის თქმით, მეურვის ნება-სურვილის გარეშე ნაყინის ყიდვაც არ სეუძლია.
“მეურვე ამ შემთხვევაში საქართველოსთვის ფინანსტა სამინისტროა”, – აღნიშნა თევდორაძემ.
თეკლე მორგოშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s