ქალები აღარ ეგუებიან პატრიარქალურ კანონებს – ქუთაისი ქალზე ძალადობის საწინააღდეგო აქციას შეუერთდა

„ქალზე ძალადობა დანაშაულია – შეაჩერე“, „არა ქალ კლა“, „ცოლი საკუთრება არ არის“, „ოჯახში ძალადობა ყველას ეხება“ – ამ და სხვა სლოგანის ხილვა დღეს მესხიშვილის თეატრის წინ გამართულ აქციაზე შეიძლებოდა. ფართომასშტაბიანი აქცია ქალთა მიმართ ძალადობის გასაპროტესტებლად გაიმართა და მას ქუთაისში მოქმედი თითქმის ყევლა არასამთავრობო ორგანიზაცია, სახელმწიფო დაწესებულებების, კერძო სექტორის, მედიის, სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლები შეუერთდა.
aqcia

აქცია ერთი თვის წინ დაიგეგმა ქალთა მოძრაობის მიერ და იგი ერთდროულად 23 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ძალადობა გააპროტესტეს და ძალადობის მიზეზებზეც ისაუბრეს.
„ქალზე ძალადობის განმაპირობებელი გახლავთ ჩვენი პატრიარქალური კულტურა, რომელიც დამყარებულია მამაკაცის დომინაციასა და ქალის ჩაგვრაზე. ბავშვს, განსაკუთრებით ბიჭს,ბავშვობიდანვე აგონებენ იმ აზრს, რომ ცოლი არის შენი საკუთრება,ცოლი არ უნდა ამუშაო, ცოლს არ უნდა მისცე განათლების უფლება და ა.შ. ეს ხდება ბევრი უბედურების მიზეზი.თუმცა ქალები უკვე აღარ ეგუებიან პატრიარქალურ კანონებს. ალბათ სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი ძალადობისა “, – მიაჩნია წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტს გიორგი ძნელაძეს.
აქციაზე ქალთა მოძრაობის მიერ შემუშავებული პეტიცია წაიკითხეს და ხელმოწერები განახორციელეს.
ეკა კუხალაშვილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s