აივ ინფიცირებულთა რაოდენობით იმერეთი მესამე ადგილზეა საქართველოში

ივ ინფიცირებულთა მხრივ იმერეთი მესამე ადგილზეა საქართველოში თბილისისა და სამეგრელოს შემდეგ. ინფიცირებულთა რიცხვის მატების დინამიკა, სტატისტიკა რეგიონების და რისკ ჯგუფების მიხედვით, დღეს ქუთაისში დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე წარმოადგინეს. შეხვედრის მიზანს ორი თემაზე დისკუსია წარმოადგენდა – აივ ინფექციის პროფილაქტიკა და ზიანის შემცირების პროგრამები და ნარკოტიკებზე დამოკიდებულ ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტები. შეხვედრის ორგანიზატორებს „ახალი გზა“ და „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი“ წარმოადგენდა.
10731189_1524432874440458_1421707202528495820_n

“ახალი გზის” წარმომადგენელთა ინფორმაციით აივ ინფიცირებულთა გამოვლენის შემთხვევები არ იკლებს. შესაბამისად მიზანი – 2015 წლისთვის აივ ინფექციის ახალი შემთხვევების განულება, დღეის მდგომარეობით რთულ შესასრულებელ გეგმას წარმოადგენს. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან ნაკლები პასუხისმგებლობა და რეპრესიული ნარკოპოლიტიკა არსებობს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა მდგომარეობა შეიძლება კიდევ უფრო გართულდეს, რადგან ყველა ის პრევენციისა და მკურნალობის პროგრამა, რომელიც საქართველოში ხორციელდება, მთლიანად გლობალ ფონდის მიერ ფინანსდება. სახელმწიფო მხოლოდ ერთი, მეტადონის პროგრამის, თანადამფინანსებელია. „გლობალ ფონდი 2015 წლიდან გავა საქართველოდან, თუ არ გავა შეამცირებს დაფინანსებას. თუ სახელმწიფომ არ აიღო თავის თავზე პასუხიმგებლობა ამ პროგრამების დაფინანსების კუთხით, მივიღებთ მძიმე შედეგებს“, – ამბობს ახალი გზის ქუთაისის ცენტრის კოორდინატორი ზაზა ქარჩხაძე.

ეკა კუხალაშვილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s