დაპირებას დაპირებად არ დავტოვებთ – რა პრობლემების მოგვარებას თხოვენ ქუთაისში უბნის მაჟორიტარს

ქუთაისში, საფიჩხიის უბნის მაჟორიტარი დეპუტატი, ნიკა ლატარია ამავე უბნის მოსახლოებას შეხვდა და აღნიშნულ უბანზე მომავლი წლის სამოქმედო გეგმა გააცნო.
2

გზის საფარი, ელექტროსადენების პრობლემა, კანალიზაცია, ჭის თავები და სასმელი წყლის პრობლემა – ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელიც საფიჩხიის უბნის მცხოვრებლებმა შეხვედრაზე მაჟორიტარ დეპუტატთან გაჟღერეს.
“აქ წლების განმავლობაში გვიპრდებოდნენ კანალიზაციის და გზის საფარის მოწესრიგებას. თუმცა, ამ დრომდე დაპირებად რჩება”, – განაცხადეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა შეხვედრაზე.
დეპუტატის განმარტებით, საფიჩხიის უბანში უკვე დაწყებულია გზის საფარის მოწესრიგება. თუმცა, ლატარიას თქმით, მასშტაბური სამუშაოები მომავალი წლის მარტიდან დაიწყება.
შეხვედარაზე ნიკა ლატარიამ განმარტა, რომ იმ პრობლემური საკითხების ჩამონათვალი, რომელიც წინასაარჩევნო შეხვედრებზე ჩაინიშნა ქალაქის მერს, შოთა მურღულიას წარუდგინა.
“გპირდებით, რომ ყველა იმ პრობლემურ საკითხებს რომელიც თქვენ გაწუხებთ შეძლებისდაგვარად გავააქტიურებთ და შევძლებთ მაქსიმალურად გავაკეთოთ. დაპირებსა დაპირებად არ დავტოვებთ”, – აღნიშნა შეხვედარზე ნიკა ლატარიამ. მისივე თქმით, დაგეგმილია, მასშტაბურად მოსწერიგდეს კანალიზაციისა და სასმელი წყლის პრობლემა.
თეკლე მორგოშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s