“კიდევ მალე დაგჭირდებათ ამომრჩეველი” – იპოთეკით დაზარალებულის მიმართვა ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე

„ნუ წაართმევთ ხალხს იმედს, რომ ჩვენი მთავრობა არაფერს აკეთებს. კიდევ მალე დაგჭირდებათ ამომრჩეველი,“ – აღნიშნული მიმართვა იმერეთის იპოთეკით დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფის სახელით დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე დარეჯან სულაქველიძემ გააკეთა.
10731189_1524432874440458_1421707202528495820_n

მისი ინფორმაციით, იმერეთის რეგიონში სულ 300 იპოთეკით დაზარალებულია, რომელთა დავალიანება 8500 000 აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც ქუთაისში მცხოვრებ დაზარალებულთა წილი 7 000 000 აშშ დოლარია.
იპოთეკით დაზარალებულები ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობას მომავალი წლის ბიუჯეტში მათი პრობლემის გათვალისწინებას და სპეციალური ფონდის შექმნას ითხოვენ, საიდანაც თანხებს დაბალპროცენტიანი სესხის სახით მიიღებენ.
„ჩვენ შევადგენთ სახელმწიფოს და მოვითხოვთ გააანალიზონ რა მოყვება მოსახლეობის მასიურ გამოსახლებას. ახალ ბიუჯეტში გათვლილი იყოს არსებული ვალის ნახევარი მაინც, შეიქმნას ფონდი, საიდანაც მოხდება გრძელვადიანი კრედიტის მიღება. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს თანხა გვაჩუქონ, ყველა უკლებლივ უკან დავაბრუნებთ ამ თანხებს,“ – აღნიშნეს მიმართვაში იპოთეკით დაზარალებულებმა.
საკრებულოს დეპუტატებმა დაზარალებულებს აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის დაპირება მისცეს.

დეა მანაგაძე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s