ქუთაისის “მწვანე ბაზარში” ავტოსადგომის მოწყობის დამტკიცებული პროექტი იმერეთის გუბერნატორმა დაბლოკა?!

ქუთაისში არსებული “მწვანე ბაზრის”, შპს „ფარის“ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ბაზრის ტერიტორიის მეორე სართულზე ავტომობილების სადგომი მოეწყობა. თავდაპირველი პროექტის მიხედვით, სადგომიდან გამომავალი ავტომობილების ნაკადი ფალიაშვილის ქუჩას ე.წ „ქარვასლას“ მხრიდან უნდა შეერთებოდა.
bazari

თუმცა, ავტოსადგომი თავდაპირველი ვერსიით აღარ მოეწყობა. ქუთაისიპოსტისთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული სახით წარმოდგენილი პროექტი იმერეთის გუბერნატორმა დაბლოკა.
შპს „ფარის“ მიერ წარმოდგენილი პროექტი ქუთაისის მერიამ 2012 წლის 31 დეკემბერს დაამტკიცა, რომლის მიხედვით ავტომანქანები ბაზარში ლერმონტოვის ქუჩის მხრიდან უნდა შესულიყვნენ, ხოლო ბაზარს ფალიაშვილის ქუჩის მხრიდან დატოვებდნენ.
ბაზრის ტერიტორიაზე აღნიშნულ პროექტზე მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობდა. ამ დროისათვის მწვანე ბაზრის ნახევარზე ავტოსადგომი და მანქანების ასასვლელი პანდუსი მოწყობილია. თუმცა, ავტოსადგომის მოწყობა ბაზრის მთელს ტერიტორიაზე იგეგმება.
ბაზრის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დღემდე შესრულებული სამუშაოები 500 000 ლარიანი კრედიტით განახორციელეს. შპს „ფარის“ დირექტორმა, ოლეგ არღვლიანმა ქუთაისიპოსტთან განმარტა, რომ პროექტის დასასრულებლად ამავე ოდენობის თანხის დამატებით აღება კრედიტის სახით მოუწევთ. იმის გამო, რომ პირვანდელი პროექტი ქალაქის ხელმძღვანელობამ დაბლოკა, შპს „ფარის“ ადმინისტრაცია ალტერნატიულ პროექტზე მუშაობს. ოლეგ არღვლიანის განცხადებით, ავტოსადგომის მოწყობის პროექტი ბაზრის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
„ჩვენი ორგანიზაციის განვითარებისთვის ამ პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია, ამიტომ ვმუშაობთ ალტერნატიულ პროექტზე და ყველა შესაძლო ვარიანტი იქნება განხილული,“ – განაცხადა ოლეგ არღვლიანმა.
ქუთაისის მერიის არქიტექტურის განყოფილების უფროსის, ანდრო მარჯანიშვილის განმარტებით, შპს „ფარის“ მიერ წარმოდგენილი თავდაპირველი პროექტი ქუთაისის ცენტრალური უბანი რეაბილიტაციის მეორე ეტაპს უკავშირდება, რომელიც მომავალი წლის გაზაფხულზე უნდა დაიწყოს.
„ცენტრლური უბნის რეაბილიტაციის პროექტი შეჩერებული იყო, მაგრამ ქალაქის მერის გადაწყვეტილებით პროექტი 2015 წლის გაზაფხულზე უნდა გაგრძელდეს. ამის გამო, ბაზრის ადმინისტრაციის მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით ავტოსადგომიდან გამომავალი მანქანების ნაკადი, ისედაც გადატვირთულ ფალიაშვილის ქუჩას ვერ შეუერთდება,“ – განაცხადა ანდრო მარჯანიშვილმა.
შპს „ფარის“ ტერიტორიაზე ავტოსადგომის მოწყობის შესახებ ქუთაისიპოსტი იმერეთის გუბერნატორს დაუკავშირდა. როგორც გუბერნტორის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ბაზრის ადმინისტრაციამ თავდაპირველ პროექტში ცვლილებების შეტანა თავად ითხოვა.
“აღნიშნული პროექტი იმერეთის გუბერნატორს ბაზრის ადმინისტრაციისთვის უკან არ დაუბრუნებია. შპს “ფარიმ” თავად ითხოვა პროექტში ცვლილების განხორციელება, რაც ლერმონტოვის ქუჩაზე მანქანების როგორც შესვლას, ასევე მათ უკან გამოსვლასაც გულისხმობდა. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, იმერეთის გუბერნატორმა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებსა და ყველა კომპეტენტურ პირს თხოვა, რომ პროექტის შინაარსი კიდევ ერთხელ შეესწავლათ. პროექტი ამ ეტაპზე განხილვის ეტაპზეა და ქუთაისის მუნიციპალიტეტი თავად მიიღებს შემდგომ გადაწყვეტილებას,” – განმარტავენ გუბერნიაში.
დეა მანაგაძე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s