ჟვანიას სახელობის ადმინისტრირების სკოლაში 150 საჯარო მოხელე გადამზადდა

ქუთაისში, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში კურსების დასრულების დამადასტურებელი მოწმობები გაიცა. აღნიშნულ სკოლაში გადამზადების კურსები 71-მა საჯარო მოხელემ გაიარა. ისინი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებს, მათ შორის მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებს წარმოადგენდნენ.
10731189_1524432874440458_1421707202528495820_n

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა სკოლის მიზანს საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლება და მსმენელთათვის სახელმწიფო ენის შესწავლა წარმოადგენს.
შეხვედრას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატროშვილი, ქალაქის მერი შოთა მურღულია, პარლამენტარები და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ.
გამომსვლელთა თქმით, სკოლის პრიორიტეტს ეთნიკური უმცირესობების საჯარო სივრცეში ინტეგრაცია წარმოადგენს. საამისოდ 8 ცენტრი მოქმედებს საქართველოს მასშტაბით და მათთვის მუშაობს სახელმწიფო ენის შემსწავლელი პროგრამა.
შესაბამისად აღნიშნული 71 კუსრდამთავრებულიდან ბევრი სწორედ ეთნიკური უმცირესობის და მაღალმთიანი რეგიონების წარმოამდგენელი გახლდათ.
„ ეს მესამე ნაკადის გამოშვებაა. 2014 წლის განმავლობაში სკოლამ 150 საჯარო მოხელე გადაამზადა საჯარო ადმინისტირირების კუთხით. 8 რეგიონულ ცენტრში 1500- მდე მსმენელი გადამზადდა სახელმწიფო ენის შესწავლის პროგრამის ფარგლებში“, – აღნიშნა ზურაბ ჟვანიას სახელმწიფო ადმინისტირირების სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა.

ეკა კუხალაშვილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s