სოფლის მეურნეობის მინისტრმა ქუთაისში სურსათის უვნებლობის სააგენტოს ოფისი გახსნა

ქუთაისში სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი გაიხსნა. ახალი ოფისი სოფლის მეურნეობის მინიტრმა, ოთარ დანელიამ გახსნა.
sursati

მინისტრმა ლენტის გაჭრის შემდეგ სააგენტოს ახალი უფროსიც წარუდგინა. საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს, ზაზა დოლიძე უხელმძღვანლებს.
სოფლის მეურენეობის მინისტრის განმარტებით, მნიშვნელოვანია მომხარებელბის უფლებების დაცვა და ხარისხიანი საკვებით უზრუნველყოფა.იქვე განაცხადეს, რომ ახალ ოფისში მოსახლეობას საშუალება ექნება სრულყოფილად ისარგებლოს სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს მომსახურებით.
“სურსათის უვნებლობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია სამინისტროსთვის. ამიტომაც, რეგიონულ სამსახურებს არაერთი მაღალკვალიფიციური კადრით ვუზრუნველყოფთ”,- აღნიშნა სააგენტოს ახალი უფროსის წარდგენის დროს ოთარ დანელიამ.
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე გახსნილ ახალ ოფისში მემორანდუმსაც მოწერა ხელი. მემორანდუს ხელი მოაწერა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანაელიამ და ფინანსთა მინიტრმა, ნოდარ ხადურმა. მემორანდუმის მიხედვით, სურსათის ეროვნული სააგენტო CIB პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახურისთვის საზღვარზე ვეტერინარულ და ფიტოსანიტარული კონტროლისთვის საჭირო აღჭურვილობისა და დანადგარების შესყიდვასა და გადაცემას.
ახალი ოფისი ქუთაისში “ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (CIB) დახმარებით აშენდა.
თეკლე მორგოშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s