ქუთაისის პირველი საჯარო სკოლა 185 წლის გახდა – მეორე საჯარო სკოლის პედაგოგის მილოცვა (R)

ქუთაისის პირველ საჯარო სკოლას დაარსებიდან 185-ე წელი შეუსრულდა. პირველ საჯარო სკოლას იუბილეს ულოცავს ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის მე-2 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი, ციალა ჯაფარიძე:
1 skola

“ქუთაისის პირველი საჯარო სკოლის 185-ე წლისთავის იუბილესადმი მიძღვნილი ზეიმის მონაწილენო!
უდიდესი აღფრთოვანებით ვუერთდები თქვენს უსაზღვრო სიხარულს ამ ღირშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით, რომელსაც იუბილარ სკოლასთან ერთად მთელი არსებით განიცდის იოსებ ოცხელის სახელობის მე-2 საჯარო სკოლა, რომლის აღსაზრდელთა და პედაგოგთა სახელითაც მოგესალმებით.
საუკეთესო სურვილებით მინდა მოგიძღვნათ იმ სკოლისაგან, კვლავაც სახელოვნად რომ აგრძელებს წინამორბედი, სათავადაზნაურო გიმნაზიის ტრადიციებს. ამ ტრადიციების გამგრძელებლებთან ერთად მის ჭერქვეშ დაფთიენებულთა და დამფრთიანებელთა სახელითაც მოგესალებით და მჯერა, რომ დღეს ამ საზეიმო შეკრებაზე ჩვენთან ერთად ხარობენ ორივე სკოლის მესაძირკვლენი და საძირკვლის განმამტკიცებელნი დიდი მამულიშვილები: აკაკი წერეთელი, ექვთიმე თაყაიშვილი, დიმიტრი უზნაძე, კონსტანტინე გამსახურდია, ვიქტორ ნოზაძე და გიორგი ახვლედიანი ამ სკოლის კედლებში რომ აღიზარდნენ და იდუმალ უერთდებიან ამ დიდ დღესასწაულს, მთელი სისრულით რომ გამოხატავს წინაპართა და თანამედროვეთა სულიერ კავშირს, საერთო ეროვნულ, კულტურულ ტრადიციებზე, სულიერ ღირებულებებზე დაფუძნებულს.
დღესაც, ისევე როგორც ათწლეულების წინათ, ეს ორი სკოლა დგას 3500 წლის ქუთაისის სულიერი ცხოვრების სათავეში და თამამად ამბობს იმ სეფე სიტყვას, ფაზისისა და გელათის აკადემიების სუნთქვით დამთბარ კუთხეს რომ ეკადრება. დღეს გაბედულად შემიძლია განვაცხადო, რომ ეს ორი სკოლა პირნათლად უსწორებს ერთმანეთს მხარს და ისევე სახელოვნად მეტოქეობს ერთმანეთთან, როგორც ბაგრატისა და გელათის ტაძრები დგანან აიეტის ნაფუძარის სადარაჯოზე აგერ ლამის მე-1000 წელიწადია.
სიამის ტყუპო პირველო სკოლავ, კვლავაც წარმატებით გევლოს საქართველოს სიბრძნის ტაძრად გადაქცევაში. გაგიმარჯოს!
ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლის პედაგოგი ციალა ჯაფარიძე.”

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s