ქუთაისში შშმ პირთათვის დასაქმების ფორუმი გაიმართა

ქუთაისის განათლების განვთარების და დასაქმების ცენტრმა სამუშაოს მაძიებელ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით დასაქმების ფორუმი მოაწყო.
10806364_415275875286788_5890197622446183008_n

დასაქმების ფორუმში 40 პოტენციური დამსაქმებელი და 50-მდე სამუშაოს მაძიებელი შშმ პირი იღებდა მონაწილეობას. პოტენციური დამსაქმებლები საჯარო, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორიდან იყვნენ წარმოდგენილები. ღონისძიების მსვლელობისას პოტენციურ დამსაქმებლებს სამუშაოს მაძიებლებთან პირადი გასაუბრებისა და მათი უნარების შეფსასების საშუალებაც ჰქონდათ.
პოტენციურმა დამსაქმებლებმა ასევე, მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში, რომელიც საგადასახადო კოდექსში შშმ პირთა დასაქმების და მეწარმეთა წახალისების მხარდამჭერი ინიციატივების შემუშავებას ეძღვნებოდა.
ღონისძიებას იმერეთის ვიცე-გუბერნატორი სოსო ხახალეიშვილი, ევროკავშირის ოპერაციების ხელმძღვანელის მოადგილე სტეფან სტორკი და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, შშმ პირთა პროფესიული განათლების და დასაქმების საპილოტე პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s