ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქალაქის მერიის კულტურის სასამხურის ყოფილი უფროსის თემურ ცამციშვილის საქმეზე განაცენი გამოაცხადა. სასამართლოს გადაწყვეტილებით ცამციშვილის ჯარიმის სახით 8000 ლარის გადახდა დააკისრა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლო ცამციშვილის საქმეს ერთი წლისა და 8 თვის განმავლობაში განიხილავდა.
პროკურატურამ ცამციშვილს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გამოყენებით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვას ედავებოდა. გამოძიების ცნობით, ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურსა და შპს “შპს”-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, აღნიშნული შპს მერიას სატრანსპორტო მომსახურებას უწევდა. თუმცა, პროკურატურის ინფორმაციით, სატენდერო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ 6 ათას ლარზე მეტი იყო გაფლანგული.