ქუთაისში ვეტერინართა რეგიონული ასოციაცია გაიხსნა

ქუთაისში ვეტერინართა რეგიონული ასოციაცია გაიხსნა. როგორც ასოციაციის წევრები ამბობენ, იმერეთში ვეტერინართა ასოციაციის შექმნის მთავარი მიზანი ვეტერინარული მომსახურების სრულყოფა, ასევე, ადამიანის და ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაა.
10816205_764787803603523_1632918638_n

“ვეტერინართა ასოციაცია აერთიანებს იმერეთში მოღვაწე 40 – მდე კერძო ვეტერინარს. პროგრამის მიზანია საქართველოში ვეტერინართა კერძო სექტორის განვითარება და გაძლიერება,”- ამბობს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსიტუტის განვითარების დეპარტამენტის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი ნანა ქაშაკაშვილი.
ქუთაისში ვეტერინართა რეგიონული ასცოციაციის გახსნის ცერემონიალს ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის, კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ვეტერინარული ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ქუთაისში ვეტერინართა ასოციაციის გახსნა დადებითად შეაფასა იმერეთის ვიცე-გუბერნატორიმა სოსო ხახალეიშვილმა.
მისი თქმით, სწორედ ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვა უზრუნველყოფს ქვეყანაში ჯანმრთელი პროდუქტების არსებობას.
პროგრამა “ცხოველთა ჯანმრთელობა საქართველოში” დაფინანსებულია ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული პროგრამის ფარგლებში.
პროგრამის ადგილობრივი განმახოციელებელი საქართველოს საზოგადოევრივ საქმეთა ინსიტუტის სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტია.
ანა ჯანაშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s