„ამანათად“ ქცეული გმირი ქალები

„დედაჩემი“ – ასე ქვია ინსტალაციას, რომელიც მხატვარმა ლია უკლებამ ემიგრანტ დედას მიუძღვნა. ინსტალაცია წარმოადგენს ფიგურას, რომელსაც ადამიანის, კონკრეტულად, ქალის ფორმა გააჩნია. ფიგურას მთელი სხეული წებოვანი ქაღალდით ე.წ. „სკოჩით“ აქვს გადაწებებული. კომპოზიცია იმ ამანათს გავს, რომელთაც ემიგრანტი ქალები ყოველთვიურად აგზავნიან ოჯახებში.
დედის ინსტალაცია იქცევა მეტაფორად, ათასობით ქართველი ემიგრანტი ქალის ხატად, რომელთაც „ამანათად ყოფნის“ გარდა ყველა სხვა ფუნქცია და როლი დაუკარგა დღევანდელმა რეალობამ.
qaliii

უცხოეთში ათასობით ემიგრანტი ქართველი ქალი შრომობს მძიმე პირობებში, მათი დიდი უმეტესობა არალეგალია, თუკი გენდერის ბევრი მკვლევარის აზრით საქართველოში ქალს პატრიარქალური ტრადიცია ზღუდავს, დევნის, არაიშვიათად – კლავს. ქართული „მოთვალთვალე“ პატრიარქალური ტრადიცია უცხოეთშიც გარკვეული ფორმით მაინც აგრძელებს არსებობას, მას არალეგალის სტატუსიც ემატება და ქალის მდგომარეობა ორმაგად მძიმდება.
ქალის უფლებებისთვის ბრძოლის ასწლოვანი ისტორია ემიგრაციაში ანულირდება და უუფლებო მდგომარეობას უბრუნდება. არალეგალ ემიგრანტ ქალს ერთმევა არჩევნებში მონაწილეობის, განათლების, თავისუფლად გადაადგილების, საკუთარი ნიჭისა და უნარის გამოვლენის უფლება. მხოლოდ ერთს – შრომის უფლებას უტოვებენ, სამაგიეროდ დამსაქმებელთან თანასწორობის უფლების გარეშე.
„ბატონ-ყმობა გადავარდაო, მონობა აკრძალულიაო… ნურას უკაცრავად! აქ ერთი ჩვეულებრივი ვირი ხარ, რომლითაც ”ბატონი” თავის ჯაფას იმსუბუქებს და როცა უნდა სქელ ჯოხსაც გადაარტყამს! “ – ამბობს ემიგრანტი ნესტან ტ.
ნესტანი საბერძნეთში 8 წელია ცხოვრობს და მუშაობს. აქ ყოფნა არ ყოფილა მისი პირადი არჩევანი. მის მაგივრად არჩევანი მძიმე სოციალურ-ეკონომიკურმა ვითარებამ გააკეთა.
„ათასობით ქალისთვის ემიგრაციაში ცხოვრება არ წარმოადგენდა პირად არჩევანს მე მომისმენია მათთვის, ისინი ამბობენ, რომ არჩევანი იყო ან აბსოლუტურად რესურსების გარეშე ცხოვრება, ან ამ გზით თავისი ოჯახისთვის მხარდაჭერის განოხატვა. რადგან ისინი უმძიმეს სიტუაციაში მიდიან და ძალიან რთულ სამუშაოს ასრულებენ“, – ამბობს უფლებადამცველი ანა არგანაშვილი.
რთული სამუშაო მათ ოჯახის მარჩენალის „არაოფიციალურ“ სტატუსს უქმნის, თუმცა ეკონომიკური ბერკეტი ბევრ მათგანს ხშირად არ ათანასწორებს ქმართან. „ქალმა რეალურად, ის ტვირთი შეინარჩუნა რაც ჰქონდა. ამას დაემატა ოჯახის მარჩენალის სტატუსიც, ამიტომაც ძალიან დამძიმდა ქალის ცხოვრება. მაშინაც კი, როდესაც ქალი აქტიურ როლს იძენს და არჩენს ოჯახს, ოჯახის სხვა წევრები, თუნდაც სწორედ კაცები არ ინაწილებენ იმ ტვირთს, რომ შეუმსუბუქონ ქალს როლი. რომ შევაჯამო ქალისთვის დამატებითი ტვირთის აღებამ მას არ ჩამოაცილა ადრინდელი დატვირთვა და ორმაგ, სამმაგ სტრესშია“, – აღნიშნავს ანა არგანაშვილი.
სტრესულ ფონს ისიც აძლიერებს, რომ, როგორც ბევრი ემიგრანტი ქალი ამბობს, საკუთარ მეს კარგავენ და სულ უფრო ემგვანებიან ლია უკლებას ინსტალაციის გმირ ემიგრანტ დედას. ემიგრანტი ქალები რეალურ სივრცეში, „რეალური ფორმით“ ფაქტობრივად არ არსებობენ, მათთან „შეხება“ მხოლოდ ამანათით ან „სკაიპის“ ვირტუალურ გამოსახულებასთან კონტაქტით შეიძლება.
„აქ არავინ გაძლებს უფლებას ღირსეულ ქალად იგრძნო თავი. ხშირად მახსენდება რისი კეთება მინდოდა ცხოვრების მანძილზე, რისი ნიჭი მქონდა, მაგრამ ეგ ყველაფერი წარსულს დიდი ხანია ჩაბარდა. აქ ილახება ჩემი უფლებები, აქ ვაკეთებ იმას რაც საერთოდ არ მინდა, აქ დაკარგულია ჩემი პირადი მე, აქ არავინ გაძლევს თავის რეალიზების მცირეოდენ შანსსაც კი! – ამბობს ნესტან ტ.
შანსებს ნაკლებად იძლევა ქართული სახელმწიფოც. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, სახელმწიფო ფრაგმენტულად რეაგირებს და მდგრადად არ ხედავს გადაწყვეტას:
„სამინისტროები უნდა ჩაერთონ, რომლებიც შრომის ბაზარზე ქალების დასაქმების უზრუნველყოფაზე იმუშავებენ. თუ ქალების დასაქმება, მათი რეალიზაცია არ მოხდა ქვეყნის შიგნით, ამის შემდეგ გასაგებია რატომაც ხდება ქვეყნის გარეთ მათი გასვლა. აშკარაა, რომ აქ არის გენდერული თანასწორობის პრობლემაც, ეს ქალები შრომისუნარიანები არიან, მაგრამ გამოდის, რომ ჩვენ მათ არ ვაძლევთ საშუალებას ქვეყნის შიგნით დასაქმდნენ და ამით თავადაც და საკუთარი ოჯახიც ფაქტობრივად, ამ მძიმე შედეგებს გადაარჩინონ“, – მიაჩნია ანა არგანაშვილს.
სანამ სახელმწიფო ფიქრობს, მანამდე ქალებს უწევთ ოჯახებისა და შეიძლება სახელმწიფოს გადარჩენაც. სწორედ ამიტომაც ნესტან ტ-ს მიერ ემიგრანტ ქალებზე მინიჭებული სტატუსი ლეგიტიმურად ჟღერს. „რამდენად რთულია აქ ყოფნა?! ამ ტკივილის გადმოცემა სიტყვებით შეუძლებელია… დღესვე ჩამოვიდოდი, რომ ვიცოდე პურისა და საკვების ფულს ნორმალურად ვიშოვი, მაგრამ ვიცი, რომ ჩამოვიდე შიმშილი მელის! ამ ამბიდან ერთადერთი მახარებს, როცა მე, ჩვენ, გმირ დედებსა და ქალებს გვიწოდებენ და როცა გმირ დედად ვგძნობ თავს!“ , – ამბობს ნესტან ტ.
ეკა კუხალაშვილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s