„ევროპული ვალდებულება“ – გამკაცრებული კონტროლი და ახალი რეგულაციები რძის გადამამუშავებელ საწარმოებს

საქართველოში 2015 წლის 1-ლი იანვრიდან ნედლი რძის გადამამუშავებელ საწარმოებზე კონტროლი მკაცრდება. ახალი რეგულაციის თანახმად, საწარმოებს HACCP-ის სისტემის (რისკებისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების ანალიზის სისტემა) დანერგვის გარე შემუშაობა ეკრძალებათ.
sursati

HACCP – სისტემა საწარმოებში საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების არსებობას გულისხმობს. იმ შემთხვევაში თუკი საწარმოებს არ ექნებათ კრიტიკული საკონტროლო წერტილები, ბაზარზე თავიანთ პროდუქტს ვერ გაყიდიან.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ წლების წინ შემუშავებული აღნიშნული სისტემის დანერგვა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ გახდა აუცილებელი.
HACCP სისტემა სავალდებულო არ იქნება იმ ბიზნესმენებისთვის, რომლებიც პირველად პროდუქტს აწარმოებენ. ხოლო, იმ საწარმოებს, რომლებსაც სურს წარმოებული პროდუქციის ევროკავშირის საერთაშორისო ბაზარზე გატანა, მონიტორინგს ევროგაერთიანების ექსპერტები ჩაუტარებენ.
რისკებისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების ანალიზის სისტემა სურსათის უვნებლობის თანამედროვე მიდგომაა, რომლის დანერგვას საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო გაუწევს მეთვალყურეობას.
სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კახა სოხაძე „ქუთაისიპოსტთან“ საუბარში განმარტავს, რომ ნებისმიერი რეგულაცია კანონმდებლობის შესაბამისად იქნება განხორციელებული.
„მნიშვნელოვანია მივუახლოვდეთ ცივილიზებულ და ევროკავშირის მოთხოვნებს. ის რომ პროდუქტი უნდა იყოს ხარისხიანი და საწარმოში ელემენტარული ჰიგიენური ნორმები დაცული ამაზე ცალსახად ვთანხმდებით ყველა“, – ამბობს კახა სოხაძე.

###
HACCP-ის სისტემის ამოქმედებასთან დაკავშირებით დამოკიდებულება განსხვავბეულია ქუთაისის არსებულ საწარმოებში. რძის პროდუქტების საწარმო შპს „ათინათი“ ქუთაისში წლების განავლობაში რძის პროდუქციის რეალიზაციას ახდენს. „ათინათის“ დირექტორი, ანდრია ღვინიფაძე ახალი სისტემის ამოქმედებას მიესალმება. ღვინეფაძე აღნიშნავს, რომ ასეთი სისტემის დანერგვა ყველა საწარმოში უნდა მოხდეს.
„ჩემთვის ნამდვილად არ იქნება ცუდი ამ რეგულაციის დანერგვა. რადგან, ამ სისტემის ამოქმედებამდეც ხარისხის პრობლემა არ გვქონია. ეს გაზრდის კონკურეციას და ასევე, რაც მთავარია, მომხარებლები იქნებიან დაცულნი“, – ამბობს ანდრია ღვინიფაძე.
შპს „ათინათში“ განმარტავენ, მათი საწარმო რამდენიმე თვის წინ ჰოლანდილებმა შეამოწმეს და რამდენიმე შენიშვნა მისცეს რეკომენდაციის სახით.
შპს „ათინათის“ ხელძღვანელისგან განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ ქუთაისში საოჯახო ტიპის საწარომოების წარმომადგენლებს, რომლებიც მაწონს, ხაჭოს, არაჟანს აწარმოებენ. მათი თქმით, კრიტიკული საკონტროლო წერტილების დანერგვის სისტემამ შესაძლოა პატარა საწარმოების არსებობას საფრთხე შეუქმნას.
„ამ პროგრამის განხილვისას გათვალისწინებული იყო ყველა რისკი, რომელიც შესაძლოა მას მოყვეს. არსებულს კანონს, რომელიც ითვალისწინებს გარკვეული რეგულაციების დაცვას, ყველა უნდა იცავდეს“, – განმარტავს სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კახა სოხაძე.
სააგენტოში ირწმუნებიან, რომ საქართველოში არსებულ საწარმოებში გაცნობიერებული აქვთ მსგავსი რეგულაციები.
„ვფიქრობთ, თითქმის ყველა აკმაყოფილებს საჭირო სტანდარტებს და ახალი რეგულაციები სულაც არ იქნება მათთვის საფრთხის შემცველი“, – განმარტავენ სააგენტოში.
სააგენტოს პოზიტიურ დამოკიდებუელბას, მცირე საწარმოების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, იზიარებენ მომხმარებლებიც.
„თუკი ევროპა არ დაგვავალებს რამეს, ისე ვერ მოვიფიქრებთ, რომ ბაზრაზე ხარისხიანი და ვადიანი საკვები უნდა იყოს,“ – ამბობს ქუთაისში მცხოვრები, მარიამ კაპანაძე.
„არეთხელ ყოფილა შემთხვევა, როცა უვადო მაწონი ან არაჟანი ყოფილა დახლზე. თუკი ეს მეტად გაკონტროლდება, მივესალმებით. მნიშვნელოვანია მომხმარებლების უფლებების დაცვა“, – განმარტავენ ქუთაისელი მომხარებლები.
პროდუქტებზე ხარისხის კონტროლის მექანიზმის დანერგავს მიესალმებიან საქართველოს მომხარებელთა ასოციაციაშიც. თუმცა, აღნიშნავენ, რომ ახალი სისტემა მხოლოდ „ევროპული ვალდებულებების“ გამო არ ინერგება.
“ეს პროექტი აქამდეც ჰქონდა სოფლის მეურნეობის სამინიტროს , რასაც ვერ დავუკარაგვთ, უბრალოდ ეს ყველაფერი დაემთხვა ასოცირების ხელშეკრულებას,“ – აცხადებს საქართველოს მომხარებელთა ფედერაციის პრეზიდენტი, მადონა კოიძე.
###
საქართველოს კანონის, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის მიხედვით, ბაზარზე განთავსებული სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს.
დაუშვებელია მავნე სურსათის ბაზარზე განთავსება. სურსათი მავნედ მიიჩნევა, თუ: იგი საფრთხეს უქმნი ადამიანის სიცოცხლეს ან/დაჯანმრთელობას; არარისმიზან შეწონილი ადამიანის მიერ მისი მოხმარება. ადამიანის მიერ სურსათის მოხმარების მიზან შეწონილობის დასადგენად გათვალისწინებული უნდა იქნეს, თუ რამდენად დასაშვებია ადამიანის მიერ სურსათის დანიშნულებისამებრ გამოყენება მისი დაბინძურების, დაობების, ლპობის ან მასზე გარეგნული დაზიანების ნიშნების არსებობის გამო – წერია სურსათის/ცხოველისსაკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის საქართველოს კანონში.

თეკლე მორგოშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s