„მართლმადიდებლური ეკლესია არ ლაპარაკობს შრომაზე“ – დისკუსია ქუთაისში

რამდენად განსაზღვრავს ადამიანის შრომის ეთიკას მისი აღმსარებლობა? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას შეეაცადა დისკუსია, რომელიც ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურმა ბიურომ გამართა ქუთაისში.
დისკუსიას წინ უძღოდა კვლევა, რომელიც სწავლობდა შრომის კულტურასა და რელიგიურ დისკურსს საქართველოს სხვადასხვა თემში. სწორედ აღნიშნულ კვლევებზე ისაუბრა ამ კვლევის ორმა ავტორმა, მომხსენებლებმა, სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა, ფსიქოლოგმა გაგა ნიჟარაძემ, ასევე, თეოლოგმა ბექა მინდიაშვილმა (მედიატორი ქეთი ბერძენიშვილი).
10731189_1524432874440458_1421707202528495820_n

მომხსენებლებმა მოკლედ მიმოიხილეს სოციოლოგ მაქს ვებერის შრომა პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალიზმის სული. ვებერის კვლევის თანახმად კაპიტალისტური ცხოვრების წესისა და ღირებულებების ჩამოყალიბებაში სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად, პროტესტანტულმა შრომის ეთიკამაც დიდი წვლილი შეიტანა. ვებერი კერძოდ კალვინიზმის გავლენებს ხედავს კაპიტალიზმის სულისკეეთების ჩამოყალიბებაში. „კალვინიზმი იყო ქრისტიანული მოძღვრება, რომელიც ამბობდა, რომ სიმდიდრე არის კარგი. მიუხედავად იმისა, რომ სიღარიბე ითვლებოდა იდეალად ქრისტიანობაში. თუ სიმდიდრეს იღებ პატიოსანი გზით, შენ გაქვს ცხონება. შრომის ეთიკის განსაზღვრისას აქცენტი კეთდებოდა სამ ცნებაზე პროფესიის, წინასწარგანსაღვრულობის და ე.წ. საერო ასკეტიზმის ცნებებზე. ეს უკანასკნელი ნიშნავს, რომ ფულის დაგრობება არ გულისხმობს ფუფუნებას. ფული უნდა იქცეს ახალი აქტივობების დაწყების ინსტრუმენტად“, – განმარტა იაგო კაჭკაჭიშვილმა.
როგრია შრომის ეთიკა მართლმადიდებლურ სივრცეში?
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა გავრცელებული რელიგია ყოველთვის გავლენას ახდენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, განსაზღვრავს კულტურას, მათ შორის შრომის კულტურას.
როგორც გაირკვა, „მართლმადიდებლური ეკლესია არ ლაპარაკობს შრომაზე. მაგალითად, შვიდ მომაკვდინებელ ცოდვაში არ შედის სიზარმაცე, მაშინ, როცა კათოლიკე ეკლესიის ცოდვათა ჩამონათვალში სიზარმაცე არის მომაკვდინებელ ცოდვათა სიაში. მართლმადიდებლურ სწავლებაში სიზარმაცე არ არის დიდი ცოდვა. იქამდე ქართველები ვამაყობთ კიდეც სიზარმაცით“, – აღნიშნა გაგა ნიჟარაძემ.
დისკუსიაზე აღინიშნა, რომ შესაძლებელია სწორედ შრომის პროტესტანტულმა ეეთიკამ განსაზღვრა ის, რომ ქვეყნები, სადაც დომინანტ რელიგიას პროტესტანტიზმი წარმოადგენს, ყველაზე წარმატებულია ეკონომიკური თვალსაზრისით.
როგორც მომხსენებლებმა მიუთითეს, კვლევის და ფოკუსჯგუფების გამოკითხვების თანახმად, მართლმადიდებლურ რელიგიაში შრომის სახეობების რანჟირებას ახდენენ. შრომის სახეობებს შორის სუბორდინაციული დამოკიდებულება არსებობს. „თავში ექცევა სულიერი მოღვაწეობა და შრომის ყველა სხვა სახე შეიძლება გაიწიროს ამ რელიგიური აქტივობისთვის. მაგალითად, ჩემთვის სტუდენტს უთქვამს, რომ ვერ მოვიდა ლექციაზე იმიტომ, რომ იყო წირვაზე და მოძღვართან იყო. ანუ მისთვის წირვაზე სიარული უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე აუდიტორიაში ყოფნა“, – აღნიშნა იაგო კაჭკაჭივილმა.
ბექა მინდიაშვილის განმარტებით, მართლმადიდებლური დამოკიდებულება სხვადასხვაგვარია ინტელექტუალური და ფიზიკური შრომის მიმართ. „შრომად არ განიხილება ინტელექტუალური საქმიანობა. შრომად მართლმადიდებელი მიიჩნევს ვთქვათ მიწასთან მუშაობას აგიოგრაფიული ხატიდან გამომდინარე“, – აღნიშნა ბექა მინდიაშვილმა.
შეხვედრა დისკუსიით დასრულდა.
ეკა კუხალაშილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s