წყალმომარაგების კომპანიის რეგიონული და ქუთაისის ფილიალის მენეჯერები თანამდებობიდან გაათავისუფლეს

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში საკადრო ცვლილებებია.”ქუთაისიპოსტის” ინფორმაციით, შეიცვალა იმერეთის, რაჭა-ლეხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ფილიალისა და ქუთაისის ფილიალის მენეჯერები.
og_logo

როგორც წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის ფილიაში განმარტავენ, კომპანიის იმერეთის რაჭა-ლეხუმის, ქვემო სვანეთის რეგიონული ფილიალის მენეჯერი, კახა დალაქიშვილი პარასკევს (28 ნოემბერს) იქნა გათავისუფლებული თანამდებობიდან. სწორედ მასთან ერთად შეიცვალა ქუთაისის ფილიალის მენეჯერიც, რომელმაც დალაქიშვილის ადგილზე გადაინაცვლა.
ერთ-ერთი ვერსიით კახა დალაქიშვილის გათავისუფლება მის შესაძლო დაკავებას უკავშირდება. რასაც უარყოფენ კომპანიის ქუთაისის ფილიალში.
“ტყუილია. მსგავსი ინფორმაცია არც გაგვიგია,” – აცხადებენ კომპანიაში.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის ფილიალში საკადრო ცვლილების კონკრეტულ მიზეზებზე არ საუბრობენ და აცხადებენ, დეტალურ ინფორმაციას ორშაბათს მოგვაწოდებენ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s