“ნაცნობი-უცნობი ქუთაისი” – რა ისტორია უკავშირდება ქუთაისში არსებულ ჯაჭვის ხიდს

რა ვიცით ქუთაისში იმ ადგილებზე და სხვადასხვა არქიტექტურულ ნაგებობებზე, რომელთაც შესაძლოა ყოველდღე ვხედავთ?
რა ისტორია უკავშირდება თითოეულ მათგანს, რომელსაც გარკვეული საზოგადოებრივი სახელი თავად მოქალაქეებმა და დრომ დაუმკვიდრა.
ნაცნობი-უცნობი ქალაქი ნახეთ „ქუთაისიპოსტ”-ის ახალ რუბრიკაში „ნაცნობი-უცნობი ქუთაისი“
რუბრიკის არსი მდგომარეობს კონკრეტულ ადგილზე მოქალაქეთა ვიდეოგამოკითხვაში – რა იციან გამოკითხვის ობიექტის შესახებ? – ხოლო გამოკითხვის შემდეგ, „ქუთაისიპოსტ”-ზე განთავსდება ინფორმაცია გამოკითხვის ობიექტის ისტორიის შესახებ.
ერთად გავიგოთ ქალაქში არსებული ადგილებისა თუ არქიტექტურული ნაგებობების ისტორია.
თვეში ორჯერ (შაბათს) – kutaisispost.wordpress.com-ზე ადევნეთ თვალი ახალ რუბრიკას – „ნაცნობი-უცნობი ქუთაისი“

რუბრიკის მორიგი შეკითხვა გახლდათ: რა იციან ქუთაისში ჯაჭვის ხიდზე? – (ვიდეო)
kutaisiposti აღნიშნული ინფორმაციის მოკვლევას და იმის გარკვევას შეეცედა, თუ რა ისტორია აქვს, ქალაქში არსებულ ჯაჭვის ხიდს?
ნაცნობი უცნობი ქუთაისი  - ჯაჭვის ხიდი - YouTube
Continue reading

ქუთაისში შუქნიშნის გამორთვის გამო ავარია მოხდა

ქუთაისში, აღმაშენებლისა და ნინოშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ავტოსაგაზო შემთხვევა მოხდა. ავარია დაახლოებით ნახევარი საათის წინ დაფიქსირდა.
IMG_7673
Continue reading

„ხელისუფლება რკინიგზელების გაფიცვით არ ინტერესდება“ – ქუთაისში რკინიგზელთა მიმართ სოლიდარობის აქცია გაიმართა

ქუთაისში, გაფიცულ რკინიგზელებს სოლიდარობა პროექტ პრაქსისის, ასევე მედიისა და სხვადასხვა ორგანიზაციის წამომადგენლებმა გამოუცხადეს.
„ყველას, ვისაც სურს სამართლიან, ჩაგვრისგან თავისუფალ საზოგადოებაში იცხოვროს, შეუძლია შეუერთდეს ამ აქციას და გამოხატოს სოლიდარობა თანამოქალაქეების მიმართ.
ჩვენი გულგრილობა ჩაგვრის სასარგებლოდ მუშაობს!
კოლექტიური სიმხდალის შედეგი მონობაა“, – აცხადებენ პრაქსისელები.
10714216_853832807971122_4376930092677618675_o
Continue reading

ქუთაისის ვიცე-მერი ბიბლიოთეკის თანამშრომელთა გაფიცვაზე – ხელფასების გამო გაფიცვა არ უნდა მოხდეს

ქუთაისის მერის მოადგილე, ნოდარ მიქიაშვილი ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკის თანამშრომლების გაფიცვას გაეხმაურა. მიქიაშვილის განმარტებით, საჯარო ბიბლიოთეკაში ხელფასების გაზრდის საკითხს მას შემდეგ განიხილავნ, რაც დაწესებულებაში რეორგანიზაცია მოხდება.
nodo
Continue reading

ქუთაისში სამეცნიერო ბიბლიოთეკის თანამშრომლები ბიბლიოთეკის პარალიზებით იმუქრებიან

ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის სამეცნიერო ბიბლიოთეკის თანამშრომლები გაიფიცნენ.
ბიბლიოთეკის თანამშრომლების თქმით, მათი გაფიცვის მიზეზი დაბალი ხელფასებია, რის გამოც ისინი ხელფასების გაზრდას ითხოვენ.
11
Continue reading

რეაბილიტირებულ შენობაში შესახლებული დევნილების პროტესტი ქუთაისში – შენობა წყალში დგას

ქუთაისში ჭავაჭავაძის ქუჩაზე, ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობაში მცხოვრები დევნილები ხელისუფლებისგან ყურადღებას ითხოვენ.
დევნილების თქმით, შენობა, რომელშიც ისინი მიმდინარე წლის მარტში შეასახლეს, ამორტიზებულია. გარდა ამისა, მოახლოებული ზამთრის პირობებში დევნილების საცხოვრებელ კორპუსში გაზიფიცირება დღემდე არ მომხდარა.
“მოხუცები გვყავს, მცირეწლოვნები, ავადმყოფები და გაუსაძლის პირობებში ვცხოვრობთ, შენობის საძირკველში წყალი დგას, კედლები იშლება და გაზიფიცირება ამ დრომდე არ მომხდარა ჩვენს კორპუსში, გათბობის არანაირი საშუალება არ გვაქვს და არ ვიცით რა გვეშველება ამ ზამთარში, თუ ხელისუფლება დროულად არ მოგვაქცევს ყურადღებას,”- ამბობს დევნილი ნონა ხვადაგიანი.
დევნილების თქმითვე, გაზით უზრუნველყოფას ხელისუფლება მათ რამდენიმე თვის წინ შეპირდა, თუმცა დევნილები დღემდე გაზის გარეშე რჩებიან.
ანა ჯანაშია

ქუთაისის მერია 18 500 ლარის ღირებულების ტექნიკურ მარილს და ქვიშის ნარევს შეიძენს

დღეს დასრულდა ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერზე წინადადებების მიღება, რომელიც ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით 18 500 ლარის ღირებულების ტექნიკური მარილს და ქვიშის ნარევის შესყიდვას ითვალისწინებს. ტენდერის შედეგად მერია 400 ტონა ტექნიკური მარილის და 250მ3 ქვიშის ნარევს შეისყიდის.
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
Continue reading