“ნაცნობი-უცნობი ქუთაისი” – რა ისტორია უკავშირდება ქუთაისში არსებულ ჯაჭვის ხიდს

რა ვიცით ქუთაისში იმ ადგილებზე და სხვადასხვა არქიტექტურულ ნაგებობებზე, რომელთაც შესაძლოა ყოველდღე ვხედავთ?
რა ისტორია უკავშირდება თითოეულ მათგანს, რომელსაც გარკვეული საზოგადოებრივი სახელი თავად მოქალაქეებმა და დრომ დაუმკვიდრა.
ნაცნობი-უცნობი ქალაქი ნახეთ „ქუთაისიპოსტ”-ის ახალ რუბრიკაში „ნაცნობი-უცნობი ქუთაისი“
რუბრიკის არსი მდგომარეობს კონკრეტულ ადგილზე მოქალაქეთა ვიდეოგამოკითხვაში – რა იციან გამოკითხვის ობიექტის შესახებ? – ხოლო გამოკითხვის შემდეგ, „ქუთაისიპოსტ”-ზე განთავსდება ინფორმაცია გამოკითხვის ობიექტის ისტორიის შესახებ.
ერთად გავიგოთ ქალაქში არსებული ადგილებისა თუ არქიტექტურული ნაგებობების ისტორია.
თვეში ორჯერ (შაბათს) – kutaisispost.wordpress.com-ზე ადევნეთ თვალი ახალ რუბრიკას – „ნაცნობი-უცნობი ქუთაისი“

რუბრიკის მორიგი შეკითხვა გახლდათ: რა იციან ქუთაისში ჯაჭვის ხიდზე? – (ვიდეო)
kutaisiposti აღნიშნული ინფორმაციის მოკვლევას და იმის გარკვევას შეეცედა, თუ რა ისტორია აქვს, ქალაქში არსებულ ჯაჭვის ხიდს?
ნაცნობი უცნობი ქუთაისი  - ჯაჭვის ხიდი - YouTube

ქუთაისში არსებულ ჯაჭვის ხიდზე არის მეხუთე საუკუნის ხის ნაშთი. დღევანდელი ხიდის ძირითადი საყრდენი 1770-იანი წლებისაა, მათზე თავდაპირველად ხის ხიდი ააგეს, რომელიც არქიელის ხიდად იწოდებოდა.
1850-იან წლებში ჯაჭვებზე დაკიდებული ხის “ფერმის” აგების შემდეგ ხიდს დღევანდელინ სახელი შეერქვა.
არქიტექტორ ანდრო მარჯანიშვილის განმარტებით, 1869 წელს ფურგონების გადასვლისას ხიდი ჩაწყდა, რომელიც ოდნავ მოგვიანებით 1884-85 წლებში ქალაქის ხარჯით აღადგინეს. მარჯანიშვილის თქმით, ინგლისში, გარნერის მიერ დამზადებული ლითონის ფერმა ხიდზე ინჯინერმა ზალსკიმ დაამონტაჟა. ახლანდელი ხიდი 1995 წელსაა აღდგენილი.
ერთ-ერთი ვერსიით, ხიდზე არსებული ჯაჭვი ქალაქ ფოთიდან ჩამოიტანეს, რომელიც ინგლისური გემის ღუზა იყო და დაკიდეს ხიდზე.
თეკლე მორგოშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s