რეაბილიტირებულ შენობაში შესახლებული დევნილების პროტესტი ქუთაისში – შენობა წყალში დგას

ქუთაისში ჭავაჭავაძის ქუჩაზე, ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობაში მცხოვრები დევნილები ხელისუფლებისგან ყურადღებას ითხოვენ.
დევნილების თქმით, შენობა, რომელშიც ისინი მიმდინარე წლის მარტში შეასახლეს, ამორტიზებულია. გარდა ამისა, მოახლოებული ზამთრის პირობებში დევნილების საცხოვრებელ კორპუსში გაზიფიცირება დღემდე არ მომხდარა.
“მოხუცები გვყავს, მცირეწლოვნები, ავადმყოფები და გაუსაძლის პირობებში ვცხოვრობთ, შენობის საძირკველში წყალი დგას, კედლები იშლება და გაზიფიცირება ამ დრომდე არ მომხდარა ჩვენს კორპუსში, გათბობის არანაირი საშუალება არ გვაქვს და არ ვიცით რა გვეშველება ამ ზამთარში, თუ ხელისუფლება დროულად არ მოგვაქცევს ყურადღებას,”- ამბობს დევნილი ნონა ხვადაგიანი.
დევნილების თქმითვე, გაზით უზრუნველყოფას ხელისუფლება მათ რამდენიმე თვის წინ შეპირდა, თუმცა დევნილები დღემდე გაზის გარეშე რჩებიან.
ანა ჯანაშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s