ქუთაისის მერის მოადგილე, ნოდარ მიქიაშვილი ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკის თანამშრომლების გაფიცვას გაეხმაურა. მიქიაშვილის განმარტებით, საჯარო ბიბლიოთეკაში ხელფასების გაზრდის საკითხს მას შემდეგ განიხილავნ, რაც დაწესებულებაში რეორგანიზაცია მოხდება.
“ამ დროისთვის არ განიხილება ბიბლიოთეკის თანამშრომლებისთვის ხელფასების მომატება. თუმცა, მას შემდეგ რაც მოხდება რეორგანიზაცია, ამ საკითხს განვიხილავთ. არ არის სწორი გადაწყვეტილება, რომ ხელფასების გამო არ მოემსახურონ მკითხველებს. პარალიზება არანაირად არ მოხდება, რადგან იქ მუშაობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ ხელფასების გამო გაფიცვა, არ უნდა მოხდეს”, -განმარატა მიქიაშვილმა.
მისივე თქმით, ბიბლიოთეკაში 2014 წლის დასაწყისში ხელფასების 25 პროცენტიანი ზრდა მოხდა. რაც შეეხება რეორგანიზაციას, მიქიაშვილის განმარტებით, 2015 წლის დასაწყისში რეორგანიზაცია ყველა იმ უყწებაში მოხდება, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის დაქვემდებარებაშია.
თეკლე მორგოშია