დღეს დასრულდა ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერზე წინადადებების მიღება, რომელიც ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით 18 500 ლარის ღირებულების ტექნიკური მარილს და ქვიშის ნარევის შესყიდვას ითვალისწინებს. ტენდერის შედეგად მერია 400 ტონა ტექნიკური მარილის და 250მ3 ქვიშის ნარევს შეისყიდის.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია უზრუნველყოს 2014-2015 წლის ზამთრის სეზონის დადგომასთან ტექნიკური მარილის და ქვიშის ნარევის შეძენა-დასაწყობება.
საქონლის მიწოდება ხელშეკრულების დადებიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა მოხდეს.