„ხელისუფლება რკინიგზელების გაფიცვით არ ინტერესდება“ – ქუთაისში რკინიგზელთა მიმართ სოლიდარობის აქცია გაიმართა

ქუთაისში, გაფიცულ რკინიგზელებს სოლიდარობა პროექტ პრაქსისის, ასევე მედიისა და სხვადასხვა ორგანიზაციის წამომადგენლებმა გამოუცხადეს.
„ყველას, ვისაც სურს სამართლიან, ჩაგვრისგან თავისუფალ საზოგადოებაში იცხოვროს, შეუძლია შეუერთდეს ამ აქციას და გამოხატოს სოლიდარობა თანამოქალაქეების მიმართ.
ჩვენი გულგრილობა ჩაგვრის სასარგებლოდ მუშაობს!
კოლექტიური სიმხდალის შედეგი მონობაა“, – აცხადებენ პრაქსისელები.
10714216_853832807971122_4376930092677618675_o

საქართველოს რკინიგზელები მე-6 დღეა გაფიცულები არიან.
გაფიცვა 26 ნოემბრიდან საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს და მასში 12 ათასი რკინიგზელია ჩართული. მათი მოთხოვნები უცვლელია:
1. სამართლიანი საპრემიო სისტემის შემოღება, კერძოდ: მე-13 ხელფასის სახით
2.ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება
3. ახალი სახელფასო სისტემის შემოღება, რომლითაც მოხდება კვალიფიკაციისა და სტაჟის გათვალისწინება.
რკინიგზელების ინფორმაციით, რკინიგზას წელს 380 მილიონი მოგება ჰქონდა, მათი მოთხოვნის შესრულებას კი მხოლოდ მილიონი ეყოფა. რკინიგზელთა თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციასთან, თუმცა „ჯერჯერობით შედეგი არ ჩანს. ჩვენი მოთხოვნები კანონიერია. გაფიცულია ყველა რკინიგზელი. რკინიგზის მუშაობა საქართველოს მასშტაბით გაჩერებულია“, -ამბობს საქართველოს რკინიგზის ახალი პროფესიული კავშირის დასავლეთ რეგიონის თავმჯდომარე, მერაბ თარგამაძე.
ხელისუფლება ამ დრომდე არ დაინტერესებულა რკინიგზელთა პრობლემით. „ისე იქცევიან ვითომ არაფერი ხდება. არავინ მოსულა ჩვენთან, მათ შორის არც დეპუტატები, მარტო მაშინ ვჭირდებით, როდესაც არჩევნები ახლოვდება“, – ამბობს რკინიგზელი ჯემალ ჭეიშვილი.
რკინიგზელებს სოლიდარობას უცხადებენ მეშახტეები და სტუდენტები. თუმცა, რკინიგზელების თქმით, მედია და კერძოდ ცენტრალური ტელევიზიები სათანადოდ არ აშუქებენ და რკინიგზელთა პრობლემით ნეკლებად ინტერესდებიან.
რკინიგზელთა თქმით, თუკი მათი მოთხოვნები უახლოეს მომავალში არ შესრულდება ისინი მიმართავენ გაფიცვის უკიდურეს ფორმას შიმშილობას.
ეკა კუხალაშვილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s