1500 ცალი საახალწლო ნობათი სავალდებულო წარწერით – “ქუთაისის მუნიციპალიტეტის საჩუქარი ბავშვებს“

ქუთაისის მერიამ ბავშვებისათვის საახალწლო ნობათების სახელმწიფო შესყიდვისათვის 9 ათასი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. აღნიშნულ თანხაში მერია 1500 ცალი საახალწლო ნობათი უნდა შეისყიდოს.
https   tenders.procurement.gov.ge public lib files.php mode=app file=966077 code=1417185078

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამაჯრვებული ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვებისათვის საახალწლო ნობათების დამზადება და მიწოდება 2014 წლის 29 დეკემბრამდე.
“თითოეული ნობათი მოთავსებული უნდა იყოს პოლიეთილენის პარკში, რომელიც თავის მხრივ უნდა განთავსდეს თითოეული ნობათის თავსებად მუყაოს მაღალი ხარისხის კოლოფში. მუყაოს კოლოფს უნდა გააჩნდეს მუყაოს ხელმოსაკიდი. მუყაოს კოლოფი უნდა იყოს ფერადი, საახალწლო განწყობის ნახატით. მუყაოს პაკეტზე უნდა იყოს მსხვილი ფერადი შრიფტით წარწერა: „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საჩუქარი ბავშვებს“. ასევე მუყაოს პაკეტზე ასახული უნდა იყოს დიდი ზომის ქუთაისის ფერადი გერბი. მუყაოს კოლოფში ჩადებული უნდა იყოს ქალაქ ქუთაისი მუნიციპალიტეტის მერის მისალოცი ბარათი
ბავშვებისადმი. ტექსტი უნდა შეთანხმდეს „შემსყიდველთან“, – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.
ნობათის შემადგენლობაში შედის: ხილის კარამელი, შოკოლადი, ორცხობილა, მარმელადი, საახალწლო განწყობის ფერადი მისალოცი ბარათი.
ქუთაისის მერიამ ბავშვებისათვის საახალწლო ნობათების სახელმწიფო შესყიდვისათვის ტენდერი 28 ნოემბერს გამოცხადაა. წინადადებების მიღება 4 დეკემბერს სრულდება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s