გუბაზ სანიკიძე “გამოჩნდა” – დღე და ღამე ვმუშაობ

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გუბაზ სანიკიძე, რომელსაც მაჟორიტარად არჩევის შემდეგ თითქმის ყველა “ეძებს”, სასტუმრო „ბაგრატში“ გამართულ იმერეთის გუბერნატორის 2 წლიანი ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო.
guba

გუბაზ სანიკიძის განცხადებით, ის პარლამენტში აქტიურად მუშაობს და მოქალაქეებსაც ყოველკვირეულად ხვდება. როგორც ქუთაისის მაჟორიტარი ამბობს, ქალაქში ბევრი ისეთი პროექტი მიმდინარეობს, რისი აფიშირებაც არ ხდება.
„პრესის წარმამადგენლებმა იქნებ ცოტათი შეიწუხოთ თავი და ყოველ კვირას შეხვედრებს დაესწროთ. დღე და ღამე მიწევს მუშაობა სამხრეთის მიმართულებით, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, სადაც ბევრი პრობლემა გვაქვს. ის საკითხები, რაც ჩვენი პრესისთვის აქტუალურია, ჩემთვის ნაკლებად აქტუალურია. რადგან ვთვლი, რომ უფრო სერიოზული პრობლემები გვაქვს, ვიდრე ბევრს გონია. სააკაშვილმა მიგვაჩვია ყველა ტელევიზორთან ჯდომას და ყუთიდან ვიღებთ ინფორმაციას. ბევრი რაღაცეები კეთდება, რისი აფიშირებაც არ ხდება,“ – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ ქუთაისიპოსტთთან საუბარში.
ქუთაისის მაჟორიტარის განცხადებით, მოქმედი პარლამენტის ვადის ამოწურვისათვის ქუთაისს 24 საათიანი წყალმომარაგება და გამართული საკანალიზაციო სისტემა ექნება.
მაჟორიტარის დაპირებების ფონზე, kutaisipost-ის მიერ ქუთაისში გამოკითხული 30 ადამიანიდან, ყველა ამბობს, ქალაქისთვის ამ დრომდე არაფერი გაუკეთებია. ნახეთ ვიდეო:
დეა მანაგაძე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s