„ეისითი“-ს კვლევა – იმერეთში ჯანდაცვის სისტემის მუშაობით მოსახლეობის მხოლოდ მესამედია კმაყოფილი

იმერეთის რეგიონში ჯანდაცვის სისტემის მუშაობით მოსახლეობის მხოლოდ მესამედია კმაყოფილი, ხოლო სამაშველო და სახანძრო სამსახური მოსახლეობის 22% -ისთვისაა ხელმისაწვდომი. აღნიშნული მონაცემები ეს მონაცემები კომპანია „ეისითი“-ს კვლევის შედეგად წარმოდგინა.
10731189_1524432874440458_1421707202528495820_n

როგორც დღეს ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, „ეისითი“-მა გაეროს განვითარების პროგრამის, „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“, ფარგლებში კვლევა საქართველოს 11 რეგიონში, მათ შორის იმერეთში ჩაატარა. კვლევის რომლის მიზანი იყო საქართველოს მოსახლეობის კმაყოფილების დონის დადგენა სახელმწიფო და მუნიციპალური მოსახურებით.
„ეისითიმ“ აღნიშნული კვლევა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსდა. კომპანიამ იმერეთის რეგიონში 300 ადამიანი გამოკითხა.
„ეისითის“ მიერ განხორციელებული კვლევის შედეგად, იმერეთის მოსახლეობისთვის, პრიორიტეტული სფეროები დადგინდა. ამ მხრივ პირველ ადგილზე იმერეთის მოსახლეობისთვის სპორტული მოედანის მოწყობა დგას, თუმცა, მოსახლეობა, ასევე, რეკრეაციული ზონებისა და ბიბლიოთეკების გამართულ მუშაობასაც ითხოვს.
კომპანია „ეისითი“ ანალოგიურ კველვას საქართველოს რეგიონებში 2016 წელს ჩაატარებს.
დეა მანაგაძე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s