ლარი ყველაზე გაუფასურებულ ვალუტებს შორისაა

ერთ წელიწადში ქართულმა ვალუტამ 8,2%-იანი უკუსვლა განიცადა
d2b94f5aacdd4fcb7bd8fa3a73e945e7

ქართული ლარის ანალოგიურად, დოლართან და ევროსთან მიმართებაში ჩვენი მეზობელი თუ მეგობარი ქვეყნების ეროვნული ვალუტებიც გაუფასურდა. რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების გამო, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად სწორედ უკრაინული გრივნა და რუსული რუბლი დაეცა. ერთადერთია აზერბაიჯანული მანათი, რომელიც არათუ გაუფასურდა, არამედ ევროსთან მიმართებაში რამდენიმე პუნქტით გამყარდა კიდეც.

ბოლო რამდენიმე დღეა ქართული ვალუტის კურსი ევროსთან და დოლართან მიმართებაში ყოველდღიურად ეცემა. 1-ლი დეკემბრის მონაცემებით, ერთი ამერიკული დოლარი 1,842, ერთი ევრო კი – 2,296 ლარამდე დაეცა. 2010 წლის 10 ივნისის შემდეგ ეროვნული ვალუტა ასეთ მძიმე დღეში არ ყოფილა. ეს ის პერიოდია, როდესაც დოლარის ღირებულებამ 1,88 ლარს გადააბიჯა. 2011 წლის თებერვალში, ლარის კურსმა ”ფსიქოლოგიურ ზღვარს” კიდევ ერთხელ მიაღწია. მას შემდეგ ეროვნული ვალუტის გამყარება დაიწყო და დღემდე 1,8-ის ნიშნული არ გადაულახავს. საერთოდ კი, ეს არის ყველაზე მაღალი კურსი 2010 წლის 23 სექტემბრის შემდეგ.

2013 წლის ბოლოს ლარის გაუფასურება ისევ დაიწყო, თუმცა სებ-მა პოცესი 1,79-ის მიდამოებში დაამუხრუჭა. შარშან ეროვნული ვალუტის დაცემა ეკონომიკის უკუსვლას დაბრალდა. წელს ეკონომიკა სტატისტიკურად წინ მიიწევს, თუმცა ეროვნულ ბანკში ლარის ვარდნას ისევ ამ ფაქტორით ხსნიან.

რაც შეეხება ბოლო ერთ წელს, ლარი დოლართან მიმართებაში უკვე 8,2%-ით დაეცა. 2003 წლის 29 ნოემბერს ერთი ამერიკული დოლარი 1,69 ლარი ღირდა, 2014 წელს ნოემბრის ბოლოს კი 1,83 ლარი (გუშინდელი ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში კიდევ გაუფასურდა). დოლარისგან განსხვავებით ლარი მცირედით, მაგრამ მაინც გამყარდა ევროსთან მიმართებაში. თუ ერთი წლის წინ ერთი ევრო 2,3 ლარი ღირდა, 2014 წლის ნოემბრის ბოლოს ერთი ევრო 2,28 ლარი ღირდა, ანუ ლარი ევროსთან მიმართებაში 0,8%-ით გამყარდა.

შარშან ლარის სწრაფი გაუფასურება სწორედ ნოემბრიდან დაიწყო და იანვრის ბოლოს ეროვნული ვალუტის კურსმა დოლართან მიმართებაში 1,79 ლარსაც კი მიაღწია. არადა, მთელი 2013 წლის განმავლობაში 1 დოლარის ღირებულება 1,66 ლარის ფარგლებში მერყეობდა. 2013 წლის დეკემბერში, ლარის კურსი დოლართან 1,74 ლარამდე დაეცა და ვარდნა შემდეგ თვეებშიც განაგრძო. გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად, ეკონომიკის დაბალი ტემპი და წლის ბოლოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფულის ერთბაშად ხარჯვა დასახელდა.

როგორც ჩანს, მსგავსი პროცესი განმეორდება წელსაც, ოღონდ ეროვნული ვალუტის კურსი გაცილებით მაღალ თამასას მიაღწევს. ლარის ანალოგიურად ეროვნული ვალუტის კურსი დაეცა თურქეთშიც. თურქული ლირა დოლართან მიმართებაში 10,4%-ით გაუფასურდა. თუ 2013 წლის ნოემბრის ბოლოს ერთი დოლარი 2,01 ლირა ღირდა, 2014 წლის ნოემბრის ბოლოს ერთი დოლარი 2,22 ლირა გახდა. 0,7%-ით გაუფასურდა ლირა ევროსთან მიმართებაში, ერთი წლის წინ ერთი ევრო 2,74 ლირა ღირდა, ახლა კი 2,76 ლირაა.

გაუფასურდა სომხური დრამიც, ერთ წელიწადში ერთი აშშ დოლარი 7,3%-ით გაძვირდა. თუ შარშან ნოემბერში ერთი დოლარი 403,91 დრამი ღირდა, 2014 წლის ნოემბრის ბოლოს ის 433,69 დრამი გახდა. სამაგიეროდ, 1,8%-ით გამყარდა დრამი ევროსთან მიმართებაში. 6,2%-ით დაეცა ბელორუსული რუბლი დოლართან მიმართებაში. 2013 წლის ნოემბერში ერთი დოლარის შეძენა 12,680 ბელორუსულ რუბლად იყო შესაძლებელი, 2014 წლის ნოემბერში კი ერთი დოლარი 13,470 ბელორუსული რუბლი გახდა. ევროს კურსი კი 15,8%-ით დაეცა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტა გაუფასურდა მოლდოვაშიც. ერთი ლეი დოლართან მიმართებაში 4,7%-ით დაეცა, ერთი ევრო კი – 14,1%-ით. თუმცა, 2013 წლის 29 ნოემბრიდან 2014 წლის 29 ნოემბრამდე ყველაზე მეტად რუსული რუბლი და უკრაინული გრივნა გაუფასრუდა. ორივე ქვეყანაში, ეროვნული ვალუტის გაუფასურება რუსულ-უკრაინული კრიზისიდან და დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციებიდან გამომდინარე მოხდა. ამ დროისთვის ვერც უკრაინის და განსაკუთრებით, ვერც რუსეთის ცენტრალური ბანკი ეროვნული ვალუტის კურსის დაცემის შეჩერებას ვერ ახერხებს. რუბლთან მიმართებაში დამაიმედებელ პროგნოზს ვერც მთავრობაში და ვერც ექსპერტები აკეთებენ.

იხილეთ სრულად
bpn.ge

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s