ქუთაისში კახა ბენდუქიძის სახელობის ქუჩას ითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“-ს წარმომადგენლები ქუთაისის საკრებულოს ქუჩებისთვის საბჭოური პერიოდის ლიდერების სახელების გადარქმევას სთხოვს. „ევროპა ჩვენი სახლია”-ს წარმომადგენლები ქუჩების გარდა, სკვერების სახელწოდების ცვლილებასა და საბჭოური ძეგლების აღებასაც ითხოვს.
10836497_851097341599614_336183999_n

„ქუთაისის საკრებულო უნდა მოექცეს კანონის ფარგლებში და სასაწრაფოდ უნდა მოახდინონ კომუნისტურ-ტოტალიტალური იდეოლოგიის გამომხატევლი სომბოლიკების აღმოფხვრა. ჩვენი არცერთი ინიციატივა არასოდეს გაუთვალისწინებია ადგილობრივ თვითმმართველობას. თუმცა ამ შემთხვევაში საუბარია კანონის დაცვაზე“, – განაცხადა დღეს შეხვედრაზე „ევროპა ჩვენი სახლია”-ს წარმომადგენელმა, თორნიკე ბარათაშვილმა.
აღნიშნულ ორგანიზაციას მოთხოვნასთან ერთად ქალაქის თვითმმართველობასთან შეთავაზებაც აქვს, თუ ვისი სახელობის ქუჩები ან სკვერი უნდა იყოს ქუთაისში.
კახა ბენდუქიძის სახელობის ქუჩა, ამბროსი ხელაიას, ქაიხოსრო ჩოლოყაშვილის, მიხა ხელაშვილის, ახალმოწამეების და რობერტ შუმანის სახელწოდების ქუჩები – ეს იმ ადამიანების ჩამონათვალია, რომელთა სახელობის ქუჩები „ევროპა ჩვენი სახლიას“ წარმომადგენელელბის აზრით უნდა იყო ქუთაისში.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s