17 წლის ნიკა პატარა დისთვის საჭმლის მისატანად ყოველდღე წყალტუბოდან ქუთაისში ფეხით დადის

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრინში მცხოვრები 17 წლის ნიკა 7 წლის დისთვის საჭმლის მისატანად ყოველდღე, ქუთაისში ფეხით დადის. ქალაქში ჩამოსული ნიკა მოწყალებას ითხოვს, რათა შეგროვებული ფულით პატარა დას საჭმელი და ტანსაცმელი უყიდოს.
nika

“უსაშველოდ გაჭირვებულია. წყალტუბოს მახლობლად შვიდი წლის დაიკოსთან ერთად ცხოვრობს. დედამ და მამამ მიატოვა სამი წლის წინ და მარტოხელა ბიძიას სახლში ცხოვრობენ. ასეთი პატიოსანი და ზრდილობიანი ადამიანი მე არ მინახავს ჯერ. წყალტუბოდან ჩამოდის ფეხით და გვიან ღამით ბრუნდება სახლში, რათა მის პატარა დაიკოს საჭმელი მიუტანოს. ჩემი დაიკო სკოლაში ვერ დამყავს, იმის გამო რომ არა აქვს ჩასაცმელიო ” – ამბობს მუსიკოსი გივი შალამბერიძე, რომელიც მეგობრებთან ერთად ყველას თხოვს ნიკას დახმარებას.
“მეგობრებო ყველას გთხოვთ დავეხმაროთ ამ საოცრად პატიოსან ბიჭს და გავუადვილოთ არსებობა, შევუგროვოთ ტანისამოსი მას და მის დაიკოს” – ამბობს მუსიკოსი.
ნივთები შეგიძლიათ მიიტანოთ შემდეგ მისამართზე: ქუთაისი, პუშკინის ქუჩა #1 ბარ-რესტორანი “იმპერია” (Bar-Restaurant Empire). დეტალური ინფორმაციისთვის დარეკეთ ტელეფონზე: 551331500

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s