ბაგრატის კომპლექსში ტაძრის რესტავრაციას კულტურული მემრკვიდრეობის დაცვის სააგენტო ეხმაურება

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში ბაგრატის ტაძრის კომპლექსში არსებული წმინდა გიორგის ბაზილიკური ტაძრის რესტავრაციას არ გამორიცხავენ.
MVI 7411 - YouTube

აღნიშნულის შესახებ “ქუთაისიპოსტს” სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკა ანთიძემ განუცხადა. მისი თქმით, სააგენტოში ამჟამად ბაგრატის კომპლექსის ინფრასტუქტურული პროექტების მომზადებაზე მუშაობენ, რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან იქნება შეთანხმებული.
„ბაგრატის ტაძარს ფრთხილი მიდგომა უნდა. არ უნდა იქნეს ის შეცდომები გამეორებული, რაც აქამდე იყო დაშვებული. ახლა მიმდინარეობს ზოგადად ბაგრატის ინფრასტუქტურული პროექტების მომზადება, რაშიც იგულისხმება იმ ტერიტორიაზე არსებული ძეგლის რესტავრაცია. მიდის მკაფიო მუშაობა და ყველა ნაბიჯი უნდა იყოს შეთანხმებული მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან. ჩვენ წარმატება გვაქვს გელათთან. სამწუხაროდ, ბაგრატზე გვაქვს შენიშვნები, რაც გამოსწორებული იქნება და ბაგრატზე ზრუნვა ახალი ხედვით დაიწყება. მოხდება არა სწრაფი, არამედ მიზანმიმართული რეაბილიტაცია, თავის ვადებში გაწერილი,“ – განაცხადა ნიკა ანთიძემ.
ბაგრატის კომპლექსში არსებული უქიმერიონის წმინდა გიორგის ბაზილიკურ ტაძარში წირვა-ლოცვა, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, ღია ცის ქვეშ აღევლინება.
დეა მანაგაძე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s