17 წლის ნიკამ მისი და პატარა დის გაჭირვების ამბავი გამოიგონა

17 წლის ნიკამ, რომლის დასახმარებლად ქუთაისში სპეციალური შტაბი შეიქმნა და დღეს თანხა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობასაც უნდა გაოეყო, მისი და პატარა დის გაჭირვების ამბავი, როგორც გაირკვა გამოიგონა.
nika

17 წლის ნიკას დახმარება, რომელიც ქუთაისში მოწყალებას ითხოვს, მუსიკოსმა გივი შალამბერიძემ და მისმა მეგობრებმა გადაწყვიტეს, რომელთა ორგანიზებით ქუთაისში დახმარების შტაბი შეიქმნა. ნიკამ მისი გაჭირვება სწორედ მათ უამბო, რომ მშობლებმა სამი წლის წინ მიატოვეს და პატარა დისთვის საჭმლის მისატანად ყოველდღე წყალტუბოდან ქუთაისში ფეხით დადიოდა. “ქუთაისიპოსტმა” მუსიკოსისა და მისი მეგობრების თხოვნა გაავრცელა, რომლებიც სოციალური ქსელში ყველას მოუწოდებდნენ დახმარებოდნენ ნიკას და მის დას. აღნიშნულ ამბავს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობა გამოეხმაურა. რომელთაც ნიკას მოსაძებნად სპეციალური კომისია გაგზავნეს. თუმცა, გაირკვა, რომ ნიკამ მისი და მისი დის გაჭირვების ამბავი გამოიგონა.
“სამწუხაროა, რომ ამ ბავშვმა ამდენი ადამიანი მოატყუა. წყალტუბოს გამგეობაში უკვე კომისია იკრიბებოდა მისთვის თანხის გამოსაყოფად,” – აცხადებენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s