არასამთავრობო ორგანიზაციები – ვიმედოვნებთ შშმ პირთა პრობლემები ქუთაისის 2015 წლის ბიუჯეტში აისახება

ქუთაისში შშმ პირებზე მომუშავე 10 არასამთავრობო ორგანიზაცია ადგილობრივ ხელისუფლებას მომავალი წლის ბიუჯეტში მათი საჭიროებების გათვალისწინებით მიმართავენ. არასამთავრობოებმა ქალაქის მერს 16 პუნქტიანი ჩამონათვალი წარუდგინეს, რომელთა მოგვარება შშმ პირების ადაპტაციის გაუმჯობესების მიზნით აუცილებელია.
ngp

საქველმოქმედი ასოციაცია „მოწყალების“ წარმომადგენელი „გულიზარ ჯავახაძე ამბობს, რომ შშმ პირებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის სურვილი თავად ქუთაისის მერმა გამოთქვა. არასამთავრობო სექტორის წარმომადგნელები იმედოვნებენ, რომ მათი პრობლემები ადგილობრივ ბიუჯეტში ასახული იქნება.
„ხელისუფლებამ გაიგო, რომ ესაა მთავარი და არა ის, რომ წელიწადში ერთხელ დაასაჩუქრო შშმ პირები. ამ 16 ჩამონათვალიდან ნახევარიც რომ გაკეთდეს, ამით უდიდესი საქმე გაკეთდება. იმედია, ეს ფურცელზე არ დარჩება და მომდევნო წლის ბიუჯეტში აისახება,“ – აცხადებს გულიზარ ჯავახაძე.
შშმ პირთა ორგანიზაციის წარმომადგენელი, გიორგი ახმეტელი ამბობს, რომ რეგიონულ თვითმმართველობებს შშმ პირთა საჭიროებებზე ზრუნვას 2015-2016 წლები სამოქმედო გეგმა ვალდებულებებს, რომელიც გაეროს 2006 წლის კონვენციით გათვალისიწნებული პრინციპების დანერგვას ითვალისწინებს. გაეროს კონვენციას საქართველო გასულ წელს მიუერთდა. გიორგი ახმეტელი აღნიშნავს, რომ თვითმმართველობების მიერ დაგეგმილი ღონისძიებები შშმ პირთა საჭიროებებზე უნდა იქნეს მორგებული.
„საქართველოს ყველა რეგიონში და მათ შორის, ქუთაისშიც, შშმ პირებისათვის მნიშვნელოვანია ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა. ასევე, არაა საშუალება იმისა, რომ მათ სახელმწიფო სერვისებზე იქნეთ წვდომა. გამოიკვეთა ინკლუზიური განათლების პრობლემაც. ჩვენი მიზანია, გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე ეს პრობლემები სწორად იქნეს მიტანილი,“ – აცხადებს გიორგი ახმეტელი.
შშმ პირებს საერთაშორისო დღისამი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ქუთაისის მერი საჩუქრებს გადასცემს.
დეა მანაგაძე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s