მოეპყარი ცხოველს ისე როგორც გინდა მოგეპყრან შენ – ქუთაისში აქცია გაიმართა

ქუთაისში აქცია „ძაღლი ადამიანის მეგობარია“ გაიმართა. აქციის ორგანიზატორებმა, ორგანიზაცია „თაობათა დიალოგის“ წარმომადგენლებმა საზოგადოებასა და ქალაქის მერიას მოუწოდეს ცხოველების უფლებების დაცვისკენ.
„საზოგადოებას მოვუწოდებთ, რომ ნუ მოექცევიან სასტიკად მაწანწალა ძაღლებს. მთავრობას კი მოვუწოდებთ, რომ აამუშაოს კანონი და კერძოდ სისხლის სამართლის 259-ე მუხლი, რომლის თანხმად ადამიანი ისჯება ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის შემთხვევაში“, – აღნიშნავს აქციის ორგანიზატორი, ორგნიზაციის თაობათა დიალოგის წარმომადგენელი ლანა თოთაძე.
1909131_855690531118683_2242935989000923334_o

აქციაზე გააჟღერეს ერთ-ერთ კვლევა, რომლის მიხედვით საქართველო პირველ ადგილზეა ცხოველებისადმი სასტიკად მოპყრობის კუთხით. აქციის მონაწილეები ამ მონაცემების შეცვლის აუცილებლობაზე აქცენტირებდნენ.
„ძაღლი ჩემთვის პირადად საუკეთესო მეგობარია. ცუდია, რომ ვერ ვიაზრენთ იმას, რომ რაც არ გვინდა ჩვენ გაგვიკეთონ ის სხვას არ უნდა გაუკეთო, მათ შორის ცხოველს. ძაღლს ესმის ყველაფერი და ძალიან მგრძნობიარეა“, – აღნიშნავს აქციის მონაწილე ცოტნე გოგისვანიძე.
ეკა კუხალაშვილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s