საფრანგეთის ბიბლიოთეკაში შექსპირის პიესების იშვიათი გამოცემა აღმოაჩინეს

საფრანგეთის პროვინციულ ქალაქ სენ-ომერეში უილიამ შექსპირის პირესების იშვიათი და ფასეული გამოცემა იპოვეს, იუწყება The Guardian. ეს არის ე.წ. პირველი ფოლიო რომელიც 1623 წელს გამოიცა. ითვლებოდა რომ ჩვენამდე მხოლოდ 230-მა ეკზემპლარმა მოაღწია.
The First Folio found in Saint-Omer library

წიგნი 200 წელი იდო სენ-ომერეს ბიბლიოთეკაში ისე რომ მას არავინ მიკარებია.სექტემბერში წიგნს ბიბლიოთეკარი გადააწყდა, რომელიც წიგნებს გამოფენისთვის ეძებდა. მისი თქმით უცებ ვერ მიხვდა თუ რა განძი ეკავა ხელში.„ ჩვენს კატალოგში წიგნი არასწორად იყო აღწერილი როგორც შექსპირის პიესების კრებული, რომელიც XVIII საუკუნეში გამოიცა“, – აღნიშნა ბიბლიოთეკარმა.
ცნობილმა შექსპიროლოგმა ერიკ რასმუსენმა ამოიცნო, რომ ეს გამოცემა პირველი ფოლიო იყო. „პიესას „ჰენრი IV-ს” გარკვევით ატყვია, რომ მას თამაშობდნენ თეატრში. რადგან გვერდებზე შენიშვნები და მითითებები იყო მიწერილი“, – აღნიშნავს რასმუსენი.
XVI საუკუნეში იეზუიტები სან ომერეში იღებდნენ კათოლიკე მსახურებს, რომელთაც ინგლისში დევნიდნენ, მეცნიერთა აზრით წიგნი ალბათ სწორედ ამ გზით მოხვდა საფრანგეთში. საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ ამ შენობის კონფისკაცია მოხდა და იგი საჯარო ბიბლიოთეკად გადაკეთდა.
წყარო: The Guardian

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s