იმერეთის ფრენბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ქუთაისის საკრებულოს წევრი აირჩიეს

ქუთაისში დღეს იმერეთის მხარის ფრენბურთის ფედერაცია დაფუძნდა, რომლის ხელმძღვანელად საკრებულოს წევრი, კახაბერ დვალიშვილი აირჩიეს. kaxa

“ფრენბურთელებმა მთხოვეს, რომ ამ ფედერაციისთვის მეხელმძღვანელა, თუმცა საბოლოოდ, მაინც ფედერაციის ცხრაკაციანმა კომისიამ ამირჩია”, – განმარტა ფრენბურთის ფედერაციის ახლადარჩეულმა ხელმძღვანელმა კახაბერ დვალიშვილმა.
იმერეთის მხარის ფრენბურთის ფედერაციის დაფუძნებასა და ხელმძღვანელის არჩევას, საქართველოს ფრენბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ირაკლი ჩაჩუაც ესწრებოდა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია სპორტის ამ სახეობის განვითარება.
საჩხერე, ჭიათურა, ჯიხაიში, ზესტაფონი – ეს იმერეთის იმ რეგიონების ჩამონათვალია, სადაც ამ დროისთვის ფრენბურთის სახეობა არის განვითარებული. დვალიშვილის თქმით, იმერეთის რამდენიმე რეგიონში კი ამ ეტაპზე ფრენბურთი ჩამოყალიბების პროცესშია.
“ჩემი პრიორიტეტი იქნება ჩავიდე და ვნახო თუ რა პირობებში არიან რეგიონებში ფრენბურთელები. რამდენად აქვთ ის ინვენტარი, რომლებიც მათ ესაჭიროებათ”, – აღნიშნა დვალიშვილმა.
თეკლე მორგოშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s