ქუთაისის “ტორპედოს” მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან რევაზ ძოძუაშვილის წასვლის მიზეზად ხელშეკრულების ვადის გასვლა სახელდება. აღნიშნულის შესახებ ქუთაისიპოსტთან საფეხბურთო კლუბის დირექტორმა, დავით ფრუიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ძოძუაშვილს გუნდთან ხელშეკრულების ვადა მიმდინარე წლის 7 დეკემბერს ამოეწურა, ხოლო დარჩებოდა თუ არა ყოფილი მწვრთნელი გუნდში, ეს თავად უნდა გადაეწყვიტა.
“ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, მისი გადასაწყვეტი იყო წავიდოდა თუ დარჩებოდა. თუმცა, მან წასვლა ამჯობინა,” – განაცხადა დავით ფრუიძემ.
ფრუიძის განმარტებითვე, “ტორპედოს” მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე რამდენიმე კანდიდატურა მოისაზრება. თუმცა, გუნდში მათი ვინაობის გამხელა ამ ეტაპზე არ სურთ.
“უახლოეს მომავალში გაიგებთ ვინ იქნება გუნდის მთავარი მწვრთნელი,” – განაცხადა ფრუიძემ.
დეა მანაგაძე