ლურჯი “ბაკების” ეპოქა მალე დასრულდება- ქუთაისში წყალმომარაგების პრობლემებზე ისაუბრეს

ქუთაისში წყალგაყვანილობის სისტემის რეაბილიტაციის პროცესში აღმოჩენილი პრობლემები, განხორციელებული სამუშაოების ხარისხი და ქალაქისთვის დაპირებული 24 საათიანი წყალმომარაგება – ეს ის საკითხებია, რომლებზეც “საერთაშორისო გამჭვვირვალობა საქართველომ” ქუთაისის ორგანიზაციამ “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში” შეხვედრა გამართა.
foto

როგორც “საერთაშორისო გაჭვირვალობა საქართველოს” წარმომადგენლები ამბობენ, ქუთაისში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროცესი ვადებში გაჭიანურდა, რადგან პროექტის განხორციელება ექვსი თვის დაგვიანებით დაიწყო.
“მოვიწვიეთ ყველა ის ადამიანი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს ქუთაისში წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციაზე და პასუხისმგებელია აღნიშნული სამუშაოების განხორციელებაზე. როგორც აღმოჩნდა, არის გარკვეული ცდომილება ვადებში,”- ამბობს “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ქუთაისის ორგანიზაციის კოორდინატორი, თეონა ზაქარაიშვილი.
როგორც წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელი საზედამხედველო კომპანია “ემპტისას” წარმომადგენლები ამბობენ, პროექტის რეკონსტრუქცია უკვე მოხდა და სამუშაოები ნორმალური ტემპით მიმდინარეობს.
“პროექტში გარკვეული ცვლილებების განხორციელების შემდეგ უკვე ვადები განსაზღვრულია და ყველაფერი კარგ ტემპში მიდის, შესაბამისად, მალე დასრულდება ქუთაისში ლურჯი ბაკების ეპოქა და მოსახლეობა 24 საათიან წყალმომარაგებაზე გადავა,”- ამბობს საზედამხედველო კომპანია “ემპტისას” წარმომადგენელი, გიორგი ბიჭიაშვილი.
ქუთაისში წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდეს.
ანა ჯანაშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s