ქუთაისში შშმ და სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების საახალწლო საჩუქრებისთვის 3 120 ლარი დაიხარჯება

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებს ქუთაისის მერიისგან საახალწლო ნობათები გადაეცემათ. აღნიშნული ნობათების შესყიდვის ტენდერი მერიამ მიმდინარე წლის 8 დეკემბერს გამოაცხადა. ტენდერი 3 120 ლარადაა შეფასებული და 200 ცალი ნობათის შეძენას ითვალისწინებს.
tenderi2

სატენდერო ხელშეკრულებით ირკვევა, რომ შშმ პირები და სოციალურად დაუცველი ახალგაზრდები ადგილობრივი მთავრობისგან საჩუქრად ძირითადად, შოკოლადებს მიიღებენ. ასევე, ხელშეკრულების მიხედვით, საჩუქრები მაღალი ხარისხის მუყაოს კოლოფში უნდა იყოს მოთავსებული, რომელსაც ექნება წარწერა „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საჩუქარი ბავშვებს“ და მასზე გამოსახული იქნება დიდი ზომის ქუთაისის ფერადი გერბი.
ხელშეკრულებაში მითითებულია, ასევე, ისიც, რომ სასაჩუქრე პროდუქტის ვარგისიანობის ვადა არანაკლებ 2015 წლის მაისამდე უნდა იყოს.
დეა მანაგაძე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s