საია-ს ქუთაისის ფილიალში ერთწლიანი ანგარიში წარადგინეს

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით “ახალგაზრდა იურისტთა ასიციაციის” ქუთაისის ფილიალმა ერთწლიანი ანგარიში წარადგინა. ანგარიში 2013 წლის 10 დეკემბრიდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს.
saia

აღნიშნულ პერიოდში საია-ს ქუთაისის ფილიალმა 100-მდე სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმე განიხილა. ფილიალის თავმჯდომარე გიორგი ჭიქაბერიძე აღნიშნავს, რომ მათ მიერ განხილული საქმეების მესამედი წარმატებით დასრულდა.
მისვე თქმით, ანგარიშში შევიდა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით იმერეთის რეგიონში არსებული დადებითი და უარყოფითი ტენდენციები.
“გადამეტებული ძალა პოლიციის მხრიდან, ოჯახში ძალადობის ფაქტები, რომელთა შესახებაც შესაბამისი რეკომენდაციები მივაწოდეთ სამოქალაქო საზოგადოებას თუ რა უნდა გაკეთდეს ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად მომავალში,” – განაცხადა გიორგი ჭიქაბერიძემ.
ქუთაისში “ახალგაზრდა იურისტთა ასიციაციის” ფილიალი 1996 წლიდან ფუნქციონირებს.
დეა მანაგაძე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s