ქუთაისის ოპერის თეატრი დაარსებიდან 45-ე წლის იუბილეს კვირეულით აღნიშნავს

ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი 45 -ე წლის იუბილესთან დაკავშირებით საიუბილეო კვირეულს გეგმავს. კვირეული 23 -27 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება და ღინისძიებათა მთელ ციკლს მოიცავს.
10731189_1524432874440458_1421707202528495820_n

23 დეკემბერს ოპერის თეატრის ერთ-ერთი დამაარსებლის თეიმურაზ კობახიძის საღამო გაიმართება, სადაც მოხდება მასზე შექმნილი წიგნის პრეზენტაციაც.
კვირეულის ფარგლებში ქუთაისს ეწვევა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის წარმომადგენლები რომლებიც გალა კონცერტს გამართავენ.
24 დეკემბერს გაიხსნება საოპერო შემსრულებლების გიორგი ლომთაძისა და ანატოლ ჭურღულიას ვარსკვლავები.
კვირეულს დახურავს ქუთაისის ოპერის თეატრის სპექტაკლი „ჯამბზები“, რომელსაც დავით კინწურაშვილი უდირიჟორებს.
„გვინდა საიუბილეო, საზეიმო განწყობა ნამდვილი იყოს და არა მოჩვენებითი. მნიშვნელოვანი მოვლენაა ოპერის თეატრის იუბილე, რომელმაც ბევრი საერთაშორისო დონის მუსიკოსი აღზარდა“, – აღნიშნა ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორმა თორნიკე მარჯანიშვილმა.
აღნიშნული კვირეული ადგილობრივი თვითმმართველობისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართება.საიუბილეო ღონისძიებებს 30 ათასამდე ლარი მოხმარდება.
ეკა კუხალაშვილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s