შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს – ფოტოპლენერი შშმ ბავშვების მონაწილეობით

ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში ფოტოპლენერი გაიმართა. პლენერში მონაწილეობა ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრთან არსებული მეჩითოვის ფოტოსკოლისა და განათლების, განვითარებისა და დასქმების ცენტრის პროექტრში ჩართულმა შშმ ბავშვთა დღის ცენტრის ჯადოსნური სამყაროს ბენეფიციარებმა მიიღეს.
1980043_858317104189359_9173650363976766114_o

იური მეჩითოვის ფოტოსკოლის წარმომადგენლებმა ბავშვებს ფოტოგადაღების გაკვეთილები ჩაუტარეს და ფოტოგადაღების ნიუანსებში გაარკვიეს.. პროექტრში 10 ბავშვი იღებდა მონაწილეობას.
„ჩვენ ვთვლით რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, ამის დასამტკიცებლად გავმართეთ ფოტოპლენერი. ამ აქციით დავამტკიცებთ, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავისი ნიჭი გამოხატოს თავისი შესაძლებლობებით“, “- აღნიშნა ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორმა ნატა პატარიძემ.
პლენერშზე შექმნილი საუკეთესო ფოტოების გამოფენა ერთი კვირის შემდეგ გაიმართება.
ეკა კუხალაშვილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s