წყალი, რომლითაც რამდენიმე დღის წინ სამტრედიის ერთ-ერთ სოფელში მოსახლეობა მოიწამლა, დადასტურდა, რომ სასმელად უვარგისია.
აღნიშნულის შესახებ, kutaisipost-ს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ვალერი ფოცხვერია ესაუბრა.
როგორც ფოცხვერია განმარტავს, სასმელი წყლის უვარგისობის მიზეზი წყლის ძველი და მწობრიდან გამოსული რეზერვუარებია.
“დღეს გამგეობაში მივიღეთ ესპერტების დასკვნა, სადაც დადასტურებულია რომ წყალი ტექნიკურია და ის სასმელად უვარგისია,” – განმარტავს ფოცხვერია.
მისი თქმით, სამტრედიის სოფელ ვაზისუბანში წყლის რეზერვუარები კომუნისტების დროიდან არ შეცვლილა. “დაახლოებით ბეტონის 120 რეზერვუარია, რომელიც რეაბილიტაციას საჭიროებს,”- განმარტავს ფოცხვერია.
მისივე თქმით, რეზერვუარების რეაბილიტაციის პროექტი უკვე არსებობს, თუმცა პროექტის განხორციელება შესაძლებელი 2015 წლიდან იქნება. რეაბილიტაციის განხორციელებამდე კი მოსახლეობა გადადუღებული წყლის იმედად რჩება.
“პროექტის დონეზე ყველაფერი მზადაა, თუმცა სამუშაოების განხორციელება მიმდინარე წელს, დარჩენილ შემჭიდროვებულ ვადებში ვერ მოხერხდება,”- ამბობს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალერი ფოცხვერია.
სამტრედიის სოფელ ვაზისუბანში მოსახლეობა სასმელ წყალით ათი დღის წინ მოიწამლა.
ინტოქსიკაციით, სამტრედიის სამედიცინო ცენტრში 13 პაციენტი მოათავსეს. პაციენტებს მაღალი ტემპერატურა, გულისრევა, მუცლის არეში ტკივილი და დიარეა აღენიშნებოდათ.
ანა ჯანაშია