ქარტიის საბჭო პოლიციას მოუწოდებს დაიცვან ჟურნალისტების უსაფრთხოება

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო გაზეთ “სამხრეთის კარიბჭესთან” გამართულ საპროტესტო აქციას ეხმაურება:
1418326561_1

“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მოუწოდებს სამართალდამცველებს, უზრუნველყონ ,,სამხრეთის კარიბჭის” რედაქციის, ტელეკომპანია “მაესტროს” კორესპონდენტისა და რაიონში ამ თემაზე მომუშავე ჟურნალისტების უსაფრთხოება.

სოფელ გოგაშენის მკვიდრთა ნაწილის საპროტესტო აქცია რედაქციასთან 10 დეკემბერს გამოქვეყნებულ იმ სტატიას მოჰყვა, რომელშიც ბრალდებულის ნათესავები პოლიციის მხრიდან შესაძლო ზეწოლაზე საუბრობდნენ. საქმე ეხება რამდენიმე თვის წინ ამავე სოფელში მომხდარ ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობას და მის გამოძიებას.

ქარტია იმედოვნებს, რომ სამართალდამცველთა მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციაზე რეაგირება იქნება ადეკვატური
და ოპერატიული, ამავე დროს სრულად იქნება უზრუნველყოფილი მედიის წარმომადგენელთა უსაფრთხოება და ჟურნალისტებს ხელი არ შეეშლებათ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.

ამასთან, ქარტია შეახსენებს საზოგადოებას, რომ ,,სამხრეთის კარიბჭის” ჟურნალისტები და რედაქტორი
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმომწერები არიან და იღებენ პასუხისმგებლობას, არაზუსტი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში, შეასწორონ მასალა. თვითრეგულირების
ამ მექანიზმით შეუძლიათ ისარგებლონ სოფელ გოგაშენის მცხოვრებთა ნაწილმაც და პოლიციელებმაც, თუკი ისინი მიიჩნევენ, რომ რედაქციამ მოვლენები ტენდენციურად გააშუქა,” – ნათქვამია ქარტიის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s