ჩამონგრეული კედლები და მომავალი წლისთვის გადადებული რეაბილიტაცია ქუთაისში

ქუთაისში, დავით და კონსტანტინეს ქუჩის მცხოვრებლები ადგილობრივ ხელისუფლებას საყრდენი კედლის გამაგრებას სთხოვენ. ადგილობრივების თქმით, დავით და კონსტანტინეს ქუჩა #8-ში თითქმის ერთი წელია რაც საყრდენი კედელი ჩამოიშალა. ჩამოშლილი კედელი კი, საფრთხეს უქმნის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებს. ისინი განმარტავენ, რომ მერიას წერილობით რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.
10836280_855765941132754_344846870_n

“ჯერ ერთი, რა ჩვენი თქმა უნდათ, როცა ასეთი მდგომარეობა არის, ხომ უნდა მიხვდნენ, რომ კედელი გასაკეთებელია. ვიდრე უბედურება არ დატრიალებულა, მოგვაქციონ ყურადღება”, – განმარტავენ ადგილობრივები.
ქუთაისში, საყრდენი კედლების მშენებლობის მოთხოვნით მერიის კეთილმოწყობის სამსახურში ამ დროისთვის 9 განცხადებაა შესული. განცხადებების უმრავლეობა ჯერ კიდევ 2013 წელს არის დაწერილი. მერიის კეთილმოწყობის სამსახურში ირწმუნებიან, რომ კედლების მშენებლობა ძვირია, რის გამოც შესული განცხადებების დაკმაყოფილება მომავალი წლისთვის იგეგმება. რაც შეეხება, დავით და კონსტანტინეს ქუჩის მცხოვრებლების მოთხოვნას, კეთილმოწყობის სამსახურში განმარტავენ, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა მათთვის უცნობია.
კეთილმოწყობის სამსახურში განმარტენ, რომ მათთვის პრიორიტეტულია იმ ჩამოშლილი კედლების მშენებლობა, რომელიც საფრთხეს სავალ ნაწილს და ასევე, ადგილობრივ მცხოვრებლებს უქმნის.
ქუთაისის მერია საყრდენი კედლების გამაგრების პროგრამას წლებია ახორცილებს. მიმდინარე წელს აღნიშნული პროგრამისთვის ბიუჯეტში 100 000 ლარი იყო გათვალისწინებული. ამ თანხის ფარგლებში ადგილობრივმა თვითმმართველობამ მხოლოდ ორი პროექტის დაფინანსება შეძლო.
ქუთაისში ი. პეტრიწის #12 და #14 სახლებს შორის გზის სავალი ნაწილის დასაჭერად საყრდენი კედლის და ქეთევან წამებულის ქუჩის #16-თან ყორებეტონის დანგრეული საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოების შესასყიდად მერიამ ტენდერი მიმდინარე წლის სექტემბერში გამოაცხადა. სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას მერია 93 200 ლარს სთავაზობდა. თუმცა, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანამ (შპს “დაგი”) მხოლოდ 90 911 ლარი მოითხოვა. გარდა ამისა, ირკვევა რომ აღნიშნულ ქუჩებში კედლების მშენებლობის დროს ქეთებან წამებულის ქუჩაზე 12კმ მეტრი კედელი ჩამოიშალა. “ამიტომაც, იძულებული გავხდით, ეს ადგილიც გაგვეკეთებინა და შემსრულებელ კომპანიას ვთხოვეთ, ჩამოშლილი კედელიც აღედგინა”, – ამბობს ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, მალხაზ ბასილაძე.
აღნიშნული კედლის სარეაბილიტაციოდ საჭირო თანხის მოძიების მიზნით, მიმდინარე წლის 26 ნომებერს გამართულ საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტში შესული ცვლილების თანახმად, საყრდენი კედლების მშენებლობის პროგრამას 7 000 ლარი დაემატა. “რაც მორჩება 7 000 ლარს, ეს დარჩება ნაშთის სახით და სხვა რამეს მოხარდება”, – ირწმუნება ბასილაძე.
მერიის კეთილმოწყობის სამსახურში ამბობენ, რომ იმის გამო საყრდენი კედლების მშენებლობას ბევრი მოქალქე ითხოვს, შესაძლოა 2015 წელს დამცავი კედლების მშენებლობის პროგრამის ბიუჯეტი გაორმაგდეს და ის 200 000 ლარი გახდეს.
თეკლე მორგოშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s