ძალადობა სიჩუმეში ყვავის – დისკუსია ოჯახში ძალადობის თემაზე ქუთაისში

„ილაპარაკეთ, მოყევით იმ ძალადობის შესახებ, რასაც ოჯახში განიცდით, რადგან ძალადობა სიჩუმეში ყვავის“, – ამბობს ფილმის გმირი, ამერიკელი მწერალი ლესლი მორგან სტეიკერი, რომელიც თავადაც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იყო. აღნიშნული ფილმის ჩვენება და დისკუსია თემაზე „რატომ ვერ ტოვებს მსხვერპლი მოძალადეს“ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით ქუთაისში გაიმართა.
10731189_1524432874440458_1421707202528495820_n

აღნიშნულ თემაზე სახალხო დამცველის იმერეთის რეგიონულმა რწმუნებულმა მადონა ბასილაძემ და ფსიქოლოგმა მერაბ მაღრაძემ ისაუბრეს. მადონა ბასილაძემ მოკლედ მიმოიხილა 2006 წელს მიღებული კანონი “ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ”, რომელიც გარკვეულ დამცავ მექანიზმს წარმოადგენს. თუმცა, „არსებული საკანონმდებლო ნორმები ვერ გვაძლევენ მშვიდად ყოფნის საფუძვეს, რადგან ერთია კარგია კანონი, მეორეა რამდენად ხდება ამ კანონის ამოქმედება და რა უშლის ხელს ამ კანონის დანერგავს“, – აღნიშნა მადონა ბასილაძემ.
ბასილაძე შეეხო იმ ცვლილებებს, რომელიც კანონში ბოლო პერიოდში შევიდა: „რატომღაც ჩვენი საკანონმდებლო ხელისუფლებისთვის აუცილებელი გახდა ამდენი მსხვერპლი, რომ გარკვეული ცვლილებები შესულიყო კანონში. მართალია ეს არ არის სრული პაკეტი იმის, რომელიც ოჯახში ძალადობისგან დაცვას უზრუნველყოფს. მაგრამ კანონში გაჩნდა ჩანაწერი, რომელიც მოძალადისთვის სავალდებულოს ხდის ძალადობის ქცევების შცვლასთან დაკავშირებით გარკვეული საგანმანათლებლო კურსის გავლას. ამით სახელმწიფომ გამოხატა ნება, დაეხმაროს არა მარტო მსხვერპლს, არამედ მოძალადესაც. ეს არის პრევენციული მუშაობა, რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ ძალადობა მათი მხრიდან“, – აღნიშნა მადონა ბასიალძემ.
დისკუსიის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს პოლიციის მოუმზადებლობას და ხშირად გულგრილობას ოჯახში ძალადობის მიმართ.რაც დაუსჯელობის განცდას აძლიერებს მოძალადეში და დაუცველობის განცდას მსხვერპლში, რაც თავის მხრივ ერთ- ერთი მიზეზი ხდება იმისა, თუ რატომ ვერ ტოვებს მსხვერპლი მოძალადეს.
დისკუსიის მონაწილეების დასკვნით, აღნიშნულ თემაზე არ უნდა შეწყდეს მუშაობა და მასში ყველამ თავისი წვლილი შეიტანოს, სახელმწიფომ, არასამთავრობოებმა და საზოგადოებამ.
აღნიშნული დისკუსია ქალთა გლობალური ლიდერობის ცენტრის ინიციატივით წარმოებული 16 დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში გაიმართა.
ეკა კუხალაშვილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s