ქუთაისში ბორის გაპონოვის ძეგლს ხელი შეკეთების მიზნით მოხსნეს

ქუთაისში, ებრაელი მოღვაწის ბორის გაპონოვის ძეგლს ხელი შეკეთების მიზნით მოხსნეს. ამ განმარტებას ძეგლის ავტორი, მოქანდაკე გიორგი კიკვაძე „ქუთაისიპოსტთან“ საუბარში აკეთებს. იგი უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფრომაციას, რომ ძეგლი ვანდალური მიზნით დააზიანეს და ბრინჯაოს ქანდაკებას ხელი მოაძვრეს.
10855165_859191954101874_5029917341721810284_o

„ძეგლს მცირე ბზარი ქონდა ხელზე, ვინმემ ალბათ მძიმე ნივთი დაადო ან დააწვა. ამიტომ შესაკეთებლად მოვხსენი და დღესვე დავამონტაჟებთ. არა მგონია ეს ბზარიც ვინმეს განგებ მიეყენებინოს ძეგლისთვის, ალბათ უფრო დაუდევრობით“, – აღნიშნა გიორგი კიკავძემ.
ძეგლი ქუთაისში, ნოემბერში ებრაულ-ქართული 26 საუკუნოვანი მეგობრობის კვირეულის ფარგლებში გახსნეს. ბორის გაპონოვი ქუთაისში ცხოვრობდა. იგი ივრითზე „ ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო თარგმანის ავტორია.
ეკა კუხალაშვილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s