ქუთაისში მცხოვრები ოჯახი ჯანდაცვის სამინისტროს მკურნალობის დაფინანსებას სთხოვს

ქუთაისში, ბუკიას ქუჩა #84-ში მცხოვრები მამუკა კუბლაშვილის ოჯახი ჯანდაცვის სამინისტროს თბილისში მდებარე დუბნოვსკის სამკურნლო-სარეაბილტაციო ცენტრში მკურნალობის დაფინანსებას სთხოვს.
28 წლის მამუკა კუბლაშვილი უკვე 6 თვეა საწოლსაა მიჯაჭვული. როგორც მას ექიმებმა გამოკვლევების შედეგად განუმარტეს, ხერხემალზე სპეციფიური მასაჟის ჩატარება ესაჭიროება, რომელიც მხოლოდ ზემოთ აღნიშნულ კლინიკაში უნდა ჩაიტაროს.
10849833_856386427737372_8217452901177048988_n

მასაჟის ღირებულება თვეში საშუალოდ 500 ლარია. იმისთვის, რომ მამუკა კუბლაშვილმა ეტლით სარგებლობა შეძლოს, მისი რეაბილიტაციის პროცესს, სავარაუდოდ, ექვსიდან ერთ წლამდე დრო დასჭირდება.
მამუკა კუბლაშვილს ჯანმრთელობის პრობლემა მას შემდეგ შეექმნა, რაც მიმდინარე წლის ივნისში, თეჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელეში ე.წ კასტრულ მღვიმეში ჩავარდა. როგორც კუბლაშვილების ოჯახში განმარტავენ, ტერიტორია, სადაც 25 მეტრის სიღრმის მღვიმეა, შემოკავებული დღემდე არაა. კუბლაშვილმა მღვიმეში ჩავარდნის შედეგად გულ-მკერდის არეში მრავლობითი დაზიანებები (ხეხემლის, ზურგის ტვინისა და თავის ტვინის დაზიანებები) მიიღო. დაზარალებულს 4 გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, მათ შორის ხერხემლის ოპერაციაც, რომლის შედეგადაც ხერხემლის მალები ერთმანეთთან ხელოვნურადაა დაკავშირებული.
კუბლაშვილის მეუღლის, თამარ მიქაუტაძის განმარტებით, პაციენტს თვეში 300 ლარის მედიკამენტები სჭირდება. ასევე, საჭიროა განსაკუთრებული კვება და ყოველ მეათე დღეს ლაბორატორიული გამოკვლევა.
“მაგრამ იმის გამო, რომ ამდენის საშუალება არ გვაქვს, მხოლოდ მედიკამენტებს ვაწვდით. ლაბორატორიული გამოკვლევა შეძლებისდაგვარად სახლში უტარდება, რადგან გადაადგილება გვიჭირს,” – ამბობს თამარ მიქაუტაძე.
მისივე თქმით, პაციენტმა მკურნალობის სრული კურსის ჩატარების შედეგად, შესაძლოა, მხოლოდ ეტლით სარგებლობა შეძლოს. მამუკა კუბლაშვილის ოჯახის წევრების განცხადებით, დაზარალებულს ოპერაცია საყოველთაო დაზღვევის პროგრამით გაუკეთდა, რომლის ღირებულება 15 000 ლარს შეადგენდა. ოპერაციის შემდეგ კი, დაზღვევის თანხიდან მხოლოდ 1500 ლარია დარჩენილი.
თამარ მიქაუტაძის განცხადებით, თერჯოლის გამგეობამ, რომლის დაქვემდებარებაშიც შედის სოფელი ნახშირღელე, ოჯახს ერთჯერადად 1500 ლარის ფინანსური დახმარება გაუწია. თუმცა, მიქაუტაძე აცხადებს, რომ კუბლაშვილებს გამგეობაში წინასაარჩევნო პერიოდში, უფრო მეტი დახმარების გაწევას პირდებოდნენ.
დახმარების პირობა დაზარალებულის ოჯახმა ქუთაისის მერისგანაც მიიღო. როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, ქალაქის მერის, შოთა მურღულიას გადაწყვეტილებით, მერია მათ მასაჟის ერთ სრულ კურსს (15 დღე) დაუფინანსებს (450 ლარი).
“ქალაქის მერთან მას შემდეგ მივედი, რაც მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა, მარგველაშვილმა უარით გამომისტუმრა. მაგრამ, მოქალაქეთა მიღების დღეებში შევძელი მურღულიასთან შესვლა და დახმარების იმედი მომცა. სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში ბიუჯეტიდან ჩაირიცხება თანხა და მასაჟის გაკეთებას შევძლებთ,” – აცხადებს მამუკა კუბლაშვილის მეუღლე.
რაც შეეხება ოჯახის მოთხოვნას თბილისში მდებარე დუბნოვსკის სამკურნლო-სარეაბილტაციო ცენტრში მკურნალობის დაფინანსების თაობაზე, ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში „ქუთაისისპოსტ“-ს განუმარტეს, რომ ოჯახმა სარეაბილიტაციო ცენტრში დაფინანსების მიღების შესახებ შესაბამის უწყებას წერილობით უნდა მიმართოს.
„ამის შემდეგ გადაწყდება, დაფინანსდება თუ არა პაცინეტის მკურნალობა“, – აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.

თეკლე მორგოშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s