წყალმომარაგების კომპანია ქუთაისის მოსახლეობას აფრთხილებს

ქუთაისში, ტყიბულისა და კლდიაშვილის ქუჩების მოსახლეობას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრი აფრთხილებს, რომ 13 დეკემბრიდან 17 დეკემბარმდე სასმელი წყალი არ გამოიყენონ.
10731189_1524432874440458_1421707202528495820_n

როგორც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრში განმარტავენ, ქუთაისში ტყიბულის ქუჩის ბოლო მონაკვეთის (კერძოდ, ტყიბულისა და კლდიაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან ტყიბულის ქუჩის მე-3 შესახვევამდე) ოთხი დღის მანძილზე, სასმელი წყალი დასალევად უვარგისი იქნება.
“წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს წყალგაყვანილობის მაგისტრალური ქსელის ტესტირება. რის გამოც, ზემოდხსენებულ აბონენტებს ვთხოვთ 13 დეკემბრიდან 17 დეკემბრამდე, სასმელი წყალი არ გამოიყენონ დასალევად და საკვების მოსამზადებლად, არამედ მხოლოდ ტექნიკური დანიშნულებისათვის,”-განმარტავენ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრში.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარეგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრი მოსახლეობას ბოდიშს უხდის შექმნილი შეფერხებისთვის.
ქუთაისში, ჩამოთვლილ ქუჩებზე დასალევად ვარგისიანი წყალი მოსახლეობას 18 დეკემბრიდან მიეწოდება.
ანა ჯანაშია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s