ქუთაისის “ტორპედოს” მთავარ მწვრთნელად გიორგი დარასელია ინიშნება

საფეხბურთო კლუბ ქუთაისის „ტორპდოს“ მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე გიორგი დარასელიას კანდიდატურა განიხილება. გუნდის ადმინისტრაცია დარასელიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. როგორც “ქუთაისისპოსტისთვის” გახდა ცნობილი, დარასელიას წლის ბოლოსთვის ქუთაისში ელოდებიან.
daraselia

გიორგი დარასელიამ საფეხბურთო კარიერა ქუთაისის „ტორპედოში“ დაიწყო, სადაც 1987 წლიდან თამაშობდა. ამავე დროს დარასელია იცვადა საფეხბურთო კლუბ ფოთის „კოლხეთი -1913“-ის, „სამტრედიის“ და საფეხბურთო კლუბ თელავივის „ჰაპოელის“ ღირსებას. 1991-1999 წლებში იყო საქართველოს ნაკრების წევრიც, სადაც მან 9 მატჩი ითამაშა.
გიორგი დარასელია ორჯერ გახდა საქართველოს უმაღლესი ლიგის მეორეადგილოსანი და 1994-1995 წლების სეზონის ბომბარდირი 26 გოლით. მას საქართველოს ჩემპიონატში გატანილი აქვს 100–ზე მეტი გოლი.
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ დარასელია სამწვრთნელო საქმიანობას ეწევა. მწვრთნელის ასისტენტის თანამდებობაზე ის მუშაობდა კფარ-საბას „ჰაპოელში“ და ხაიფას „მაკაბიში“.
გიორგი დარასელიამ გაიარა სამწვრთნელო კურსები ისრაელის საფეხბურთო ასოციაციაში და 2010 წლის გაზაფხულზე მიიღო უეფა-ს PRO კატეგორიის ლიცენზია, რომელიც საშუალებას აძლევდა გაეწვრთნა პროფესიონალური გუნდი.
2012 წელს დარასელია იყო გორის „დილას“ მთავარი მწვრთნელი. გუნდმა მისი ხელმძღვანელობის პერიოდში შეძლო ეროვნულ ჩემპიონატში მეორე ადგილის დაკავება. ასევე, იგი მთავარ მწვრთნელად მუშაობდა ხაბაროვსკის საფეხბურთო კლუბის „სკაენერგიას“ მთავარ მწვრთნელადაც.
გიორგი დარასელია 1968 წელს სენაკში დაიბადა. იგი არის საქართველოს და ისრაელის მოქალაქე.
დეა მანაგაძე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s