რა ვიცით ქუთაისში იმ ადგილებზე და სხვადასხვა არქიტექტურულ ნაგებობებზე, რომელთაც შესაძლოა ყოველდღე ვხედავთ?
რა ისტორია უკავშირდება თითოეულ მათგანს, რომელსაც გარკვეული საზოგადოებრივი სახელი თავად მოქალაქეებმა და დრომ დაუმკვიდრა.
ნაცნობი-უცნობი ქალაქი ნახეთ „ქუთაისიპოსტ”-ის ახალ რუბრიკაში „ნაცნობი-უცნობი ქუთაისი“.
რუბრიკის არსი მდგომარეობს კონკრეტულ ადგილზე მოქალაქეთა ვიდეოგამოკითხვაში – რა იციან გამოკითხვის ობიექტის შესახებ? – ხოლო გამოკითხვის შემდეგ, „ქუთაისიპოსტ”-ზე განთავსდება ინფორმაცია გამოკითხვის ობიექტის ისტორიის შესახებ.
ერთად გავიგოთ ქალაქში არსებული ადგილებისა თუ არქიტექტურული ნაგებობების ისტორია.
თვეში ორჯერ (შაბათს) – kutaisispost.wordpress.com-ზე ადევნეთ თვალი ახალ რუბრიკას – „ნაცნობი-უცნობი ქუთაისი“.
რუბრიკის მორიგი შეკითხვა: რა ისტორია უკავშირდება ქუთაისში თეთრ ხიდს? kutaisiposti აღნიშნული ინფორმაციის მოკვლევას და იმის გარკვევას შეეცედა, თუ რა ისტორია აქვს, ქალაქში არსებულ თეთრ ხიდს?
თეთრი ხიდი 1871-1872 წლებში, ინჟინერ ზეზემანის და პერეპის პროექტით არის აგებული. ხიდს თეთრად შეღებვის გამო ეწოდა თეთრი ხიდი. ხიდის ლითონის ფერმები ლონდონშია დამზადებულია. ამ დროინდელი სახე ხიდს 1948-1949 წლებში გაფართოების დროიდან აქვს.
თეკლე მორგოშია