ქუთაისის მერია ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტით სარგებლობისთვის 30 000 ლარს დახარჯავს

ქუთაისის მერიამ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის ინტერნეტ მომსახურების გაწევისათვის 30 000 ლარად შეფასებული ტენდერი გამოაცხადა.
lok

ერთეტაპიანი გამარტივებული ტენდერი მიმდინარე წლის 10 დეკემბერს გამოცხადდა. სატენდერო ხელშეკრულებით ირკვევა, რომ ტენდერში გამარჯვებულმა მერიისა და საკრებულოსთვის ოპტიკურ-ბიჭკოვანი ინტერნეტის მიწოდება უნდა უზრუნველყოს, რომლის სიჩქარე 110 მბ/წმ-ში იქნება.
მერიისა და საკრებულოს გარდა, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა და იძულებით
გადაადგილებულ პირთა სამსახურს და ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს მიეწოდება. რაც შეეხება ქუთაისის თორმეტივე მუნიციპალიტეტს, მათი ინტერნეტით უზრუნველყოფა 8 მბ/წმ-ში სიჩქარიანი DSL რადიოარხით მოხდება.
ასევე, სატენდერო პირობით გათვალისწინებულია, რომ გამარჯვებულმა კომპანიამ მომსახურების მიწოდება 2015 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა განახორციელოს.
დეა მანაგაძე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s